დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ურჩხულები ხომ არ არიან, უწყლობით რომ გვხოცავენ?!“
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/03/19 12:16:41

სოფელ ფარცხანაყანევის ერთ-ერთ უბანს მეორე თვეა, სასმელი წყალი არ მიეწოდება

 

წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანევის მოსახლეობას  ერთ თვეზე მეტია, სასმელი წყალი არ მიეწოდება. პრობლემა განსაკუთრებით გაუსაძლისად მოსახლეობის იმ ნაწილისთვის დგას, რომლებსაც ეზოებში ჭა არ აქვთ. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.


ამავე პრობლემაზე ქუთაისის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში  ინფორმაცია განსხვავებულად მოგვაწოდეს. სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთიბის მთავარი სპეციალისტის ქეთევან კიკვიძის ინფორმაციით, ადგილობრივების პრეტენზიები სიმართლეს არ შეესაბამება და მათ წყალი ყოველ მეორე დღეს განსაზღვრული გრაფიკით მიეწოდებათ.

 

მზია ხვედელიძე,  სოფელ ფარცხანაყანევის მკვიდრი:  „ტყუილს ჩვენ კი არა, ისინი ამბობენ, ვისთვისაც სულერთია ჩვენი ყოფა და თავად კომფორტულად ცხოვრობენ.  უკვე ერთ თვეზე მეტია, წყალს არ გვაძლევენ, ზოგჯერ ონკანში მარტო ჰაერი მოდის. ვიფიქრებთ, გვეშველა-თქო და წყლის წვეთსაც არ მოაყოლებენ. სოფელში, რომელიც  ქალაქს ამარაგებს  წყლით, თავად ვიხრჩობით უწყლობით. არავინ გვაქცევს ყურადღებას, გამგებელი თვალითაც არ გვინახავს.  ჩვენს უბანში ორმოცი ოჯახი ცხოვრობს, ზოგ მათგანს ეზოში ჭა აქვს და უწყლობა იმდენად რა აწუხებს. ჩვენ რა ვქნათ, ვისაც არ გვაქვს ამის საშუალება? ფარცხანაყანევის წყლით ნახევარ ქუთაისს ამარაგებენ და ჩვენს ონკანებს უწყლობისგან ჟანგი ეკიდება. ესენი არიან ოცდამეერთე საუკუნის ბოროტი ზღაპრის გმირები - ურჩხულები და ხალხს წყურვილისგან გვხოცავენ.“

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2984
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია