დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„გიორგი თარგამაძე არ აღმოჩნდა ეფექტური ლიდერი“
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/03/17 12:56:30

დაახლოებით ოთხი წლის წინ ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ საკმაოდ კარგი ნიშა დაიკავა მუნიციპალიტეტების საკრებულოებში. მართალია, ქართული ოცნების გამოჩენის შემდეგ მათმა ნაწილმა ქდმ დატოვა და ისეთ ფრაქციებში გაერთიანდნენ, რომელშიც ქართული ოცნების სახელი ფიგურირებდა.

 

ჰქონდა თუ არა დიდი პოლიტიკური მომავალი ქდმ-? ამასთან დაკავშირებით ამ პარტიის ერთ-ერთმა გამოკვეთილმა სახემ, ზაზა გაბუნიამ, თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის სატელიტის იარლიყმა ძალიან დააზრალა პარტიის იმიჯიო. ახლა უკვე გიორგი თარგამაძემ დატოვა პოლიტიკა, არადა ის ნამდვილად ქდმ- შემოქმედად ითვლება.

 

საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით თარგამაძის შესახებ კომენტარი ვთხოვეთ პიარ-ტექნოლოგ არჩილ გამზარდიას: გიორგი თარგამაძე, საბოლოო ჯამში, არ აღმოჩნდა ეფექტური ლიდერი და ქრისტიან დემოკრატიულმა მოძრაობამ ასევე ვერ მოახერხა განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოებრივი პროცესების მართვა. საერთო ჯამში, გიორგი თარგამაძე მფარველი პარტნიორების გარეშე ეფექტურ პოლიტიკურ წარმატებებს ვერ აღწევდა, თუმცა, ის ასევე არ აღმოჩნდა სტაბილური პოლიტიკური პარტნიორი. საზოგადოებისათვის, შეიძლება ითქვას, რომ გიორგი თარგამაძე მეტად საინტერესო გამოდგა როგორც ჟურნალისტი და არა როგორც პოლიტიკური მოღვაწე. ამდენად, სრულიად ლოგიკური აღმოჩნდა, რომ პარტიაში მყოფი ლიდერები და თავად გიორგი თარგამაძე მივიდნენ დასკვნამდე, თარგამაძე ამ პროცესებიდან გასულიყო, მინიმუმ გარკვეული დროის განმავლობაში. რამდენადაც პარტიას სიცოცხლისუნარიანობისათვის სჭორდება როგორც ფინანსური რესურსები, ასევე ეფექტური ლიდერი, ხოლო ლიდერები ჩვენს ქვეყანაში ასევე დეფიციტია. სრულიად ლოგიკურია ასევე პროცესი პარტიულ შერწყმასთან გადაიზარდოს.

 

ცხადია, მე ამ მომენტში შეფასების მიღმა ვტოვებ ამჟამინდელი პარტნიორების საკითხს, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს იძულებითი გადაწყვეტილებებია და პარტიული თუ სამოღვაწეო სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების ინსტიქტით გამოხატული რეალობა. პროცესი მიდის იქითკენ, რომ საზოგადოებისგან მოთხოვნილი .. მესამე ძალის ფუნქცია გადავიდეს არასაპარლამენტო ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის ნინო ბურჯანაძეზე მუშაობით, რასაც სხვა პოლიტიკური შეფასებები სჭირდება. პარტიული სუბიექტების თვალსაზრისით კი, ეს მხოლოდ თავის გადარჩენას და როლში დარჩენას უნდა ემსახურებოდეს.

 

 

გიორგი თარგამაძე, ვფიქრობ, შესაძლოა კვლავ მედია-სუბიექტის რანგში მოგვევლინოს ან საპროდიუსერო ან ჟურნალისტური როლით, რამდენად ეფექტური იქნება და რამდენად მიიღებს ამას საზოგადოება, ეს უკვე სხვა საკითხია."

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2740
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია