დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხელისულების ეშელონებში სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია იგეგმება?
2014/03/17 11:17:10

ექსპერტი კახა კახიშვილი აცხადებს, რომ „ხელისუფლების ზოგიერთ ეშელონში განიხილება გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს, დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების დისკრედიტაციას".

 

„როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი და იმედია, რომ ინფორმაცია საბოლოოდ არ დადასტურდება, ხელისუფლების ზოგიერთ ეშელონში ( ამ ეტაპზე შეგნებულად არ ვაკონკრეტებ) განიხილება გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს, დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების (ექსპერტების და ასე შემდეგ ) დისკრედიტაციას, რათა მათ სიტყვას საზოგადოებაში ფასი აღარ ჰქონდეს. ამ საქმეში ზოგიერთი ჟურნალისტისა და სპეციალურად დაქირავებული ადამიანების ჩართვასაც აპირებენ, რომლებიც სტატიებში " შავი " პიარის ტექნოლოგიებს გამოიყენებენ, ამასთან, სოციალურ ქსელში და ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული სტატიებისა და პუბლიკაციების ქვემოთ, დამოუკიდებელი ადამიანების " ნიკებით " ბინძურ კომენტარებს დაწერენ. პრინციპი იქნება მარტივი - დაგაბრალებ, რომ სპილო ხარ, შენ თავი იმართლე. გასაგებია, რომ ბოლომდე ვერ გაიმართლებ.  ამ სტატუსს ვდებ პრევენციის მიზნით, შემდეგ ზოგიერთებმა რომ არ განაცხადონ, არ ვიცოდითო და ასე შემდეგ. 

 

იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილების საბოლოო მიმღებში, საღი აზრი გაიმარჯვებს და მოკლევადიან ეფექტზე ორიენტირებული არ იქნება. ძალიან მინდა, რომ ეს ინფორმაცია არ გამართლდეს, თუმცა რაღაც ნიშნები უკვე იკვეთება, იმედია ადგილი აქვს ჩვეულებრივ დამთხვევას",- წერს სოციალურ სქელში კახიშვილი.

 

 

წყარო: timer.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2716
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია