დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვასილ ამაშუკელის იუბილე კადეტთა ლიცეუმში
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/03/14 17:22:28

დღეს ქუთაისში  პირველი ქართველი კინემატოგრაფის ვასილ ამაშუკელის საიუბილეო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

ღონისძიები ფარგლებში სსიპ კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა  ქართული კულტურის დამსახურებულ მოღვაწეებს, ქალაქ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს შოთა მურღულიას და სხვა საპატიო სტუმრებს უმასპინძლა. ასევე გაიმართა ვასილ ამაშუკელის მიერ გადაღებული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის -,,აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმშიჩვენება, რასაც წინ უსწრებდა პროფესორისა და კინომცოდნე გოგი დოლიძის ლექცია თემაზე - ,,ქართული კინოს საწყისი წლები.“

 

ღონისძიების ორგანიზატორია ქუთაისის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს შალვა კამლაძე. რომელმაც ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელთან და ლიცეუმის დირექტორთან პოლკოვნიკ ალექსი კეკელიასთან ერთად, საუკეთესო აკადემიური მოსწრებისა და შემოქმედებითი ნიჭის მქონე ათი კადეტი  მადლობის სიგელითა და უწმიდესის მიერ გამოგზავნილი 35 წლოვანი პატრიარქობის ეპისტოლეების ინგლისურენოვანი წიგნით დააჯილდოვა. სტუმრები ლიცეუმში მიმდინარე პროცესებსა და ინფრასტრუქტურას გაეცნენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2546
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია