დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არსენ იაცენიუკის განცხადებამ აფხაზები გააღიზიანა
2014/03/13 12:57:55

უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელიც მან აფხაზეთთან მიმართებაში გააკეთა, აფხაზეთის მთავრობის გაღიზიანება გამოიწვია.

 

იაცენიუკმა ყირიმის მოვლენები და აფხაზეთის ცნობილი ამბები პირდაპირ დაუკავშირა ერთმანეთს: ყირიმელებმა არ იციან სინამდვილეში, თუ რა მოხდა აფხაზეთში, ოსეთში და დნესტრისპირეთში. მე ყველა მონაცემი მაქვს ამჟამად, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი ამ ტერიტორიებზე. ხალხს არა აქვს სამსახური, არა აქვს ხელფასი, არა აქვს პენსია. მათ, ფაქტობრივად, დაავიწყდათ, თუ რას ნიშნავს ტურიზმი, ძველ ერებს გადაშენება უწერიათ. რუსეთის ფედერაციის მხრიდან ხდება აფხაზი ხალხის შეგნებული გენოციდი, უყიდიან მიწებს გაურკვეველი წარმოშობის ადამიანებზე. ის გადახდილი ფული, რომლითაც აფხაზეთის და ოსეთის ეკონომიკას ეხმარება რუსეთის ფედერაცია, მათი მიტაცებული ქონების ნაწილია. ამ ხალხს ჩაუთვალეს კაპიკები და ყველაზე ძვირფასი წაართვესეს თავისუფლებაა. ეს ტერიტორიები რუსი გენერლების შავი ბიზნესის კერად იქცა, იყიდება ყველაფერი იარაღი, ნარკოტიკი, გატაცებული ადამიანები და ღირსებაც კი. აფხაზეთს და ოსეთს შეიარაღებული ბანდები მართავენ და ამ ყველაფერს რუსეთის ფედერაცია ნიღბავს,“ – განაცხადა იაცენუკმა.

 

 

უკრაინის პრემიერის ამ განცხადებამ სოხუმის მთავრობის მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა და მას პროვოკაცია უწოდა: კეთილი ინებოსარსენმა, სწორად შეაფასოს მოვლენები და ბანდფორმირებები თავის ქვეყანაში მოიკითხოს, მადლიან უკრაინულ მიწას სისხლის მწოველი კაპიტალისტების საჯიჯგნად რომ ამზადებს“ – აცხადებენ სოხუმში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2681
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია