დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანკარაში აღმოჩენილმა ბიბლიამ ვატიკანი შოკში ჩააგდო – „იესო ქრისტე ჯვარზე არ უცვიათ, პავლე თვითმარქვია იყო“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/13 00:52:24

ამ ბიბლიის დაწერიდან 1500 წელიწადზე მეტია გასული. საქმე იმაშია, რომ იგი შეიცავს იესო ქრისტეს ერთ-ერთი მოწაფის, ბარნაბას სახარებას.

 

 Oxu.az-ის მტკიცებით, წიგნი 2000 წელსაა აღმოაჩენილი და აქამდე საიდუმლოდ ინახება ანკარის მუზეუმში. წიგნის ფურცლები ტყავისგანაა დამზადებული, ტექსტი კი იესოს ქრისტეს ენაზე, არამეულადაა დატანებული. სააგენტოს ინფორმაციით, ექსპერტებმა უკვე შეამოწმეს წიგნი და განაცხადეს, რომ იგი ორიგინალია.

 

 თეირანის რელიგიური ხელისუფლება აცხადებს, რომ იესო ქრისტე ჯვარს არ უცვიათ და იგი არა ღვთის შვილი, არამედ უბრალოდ წინასწარმეტყველი იყო. პავლეს კი ისინი თვითმარქვიას უწოდებენ. წიგნში ასევე ნათქვამია, რომ იესო ჯვარს არ უცვიათ, და მის მაგივრად ეს წილად იუდა ისკარიოტელს ხვდა.

ვატიკანმა აღშფოთება გამოხატა აღნიშნულ აღმოჩენასთან დაკავშირებით და დაავალა ექსპერტებს წიგნის სინაარსი შეემოწმებინათ.

 

საინტერესოა ის გარემოებაც, რომ „ბარნაბას სახარებაშო“ აღწერილი მოვლენები ლამის სიტყვა-სიტყვით იმეორებს მუსლიმანურ წარმოდგენებს იესო ქრისტეს შესახებ.

 

წყარო

http://alex-1738.livejournal.com/429176.html

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4014
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია