დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უკრაინის მხარდასაჭერად
თინათინ ხიდაშელმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ კომიტეტზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამოყენება მოითხოვა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/12 12:50:16

 

 სტოკჰოლმში მიმდინარე ევროპის საბჭოს კომიტეტის სხდომაზე, ევროსაბჭოს ლიბერალური ფრაქციის ვიცე პრეზიდენტმა თინათინ ხიდაშელმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამოყენება მოითხოვა.

 


"ეს დისკუსია ამ კომიტეტში 6 წლის წინ უნდა შემდგარიყო, როდესაც რუსეთი დამოუკიდებელი სახლმწიფოს ჩემი სამშობლოს ნაწილის ოკუპაციას ახდენდა მორიგ ჯერზე. სამწუხაროდ ეს არ მოხდა. მაშინ რუსეთი ვერ შეაჩერეთ. იმედია ეს დღეს მაინც მოხერხდება და არავინ გაიზიარებს ამ დარბაზში რუსეთის წარმომადგენლების საუბარს იმაზე რომ რუსი განმათავისუფლებლები უკრაინის ფაშისტებისაგან გათავისუფლებისათვის იბრძვიან. 

 

 

დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელები დავარქვათ მარტივ მოვლენებს. რუსეთის ინტერვენცია დამოუკიდებელ სახელმწიფოში სახეზეა. 

 

 

ევროპის საბჭოს კი მხოლოდ ის შეუძლია რომ რუსეთს დაუდასტუროს რომ ევროპის საბჭო თავისუფალი დემოკრატიული ქვეყნების ორგანოზაციააა და შესაბამისად აამოქმედოს სანქციები სრულად" -  მიმართა თინათინ ხიდაშელმა კომიტეტს.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2557
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია