დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანგელა მერკელი ვლადიმერ პუტინს - ყირიმში დაგეგმილი რეფერენდუმი უკრაინის კონსტიტუციის დარღვევაა
2014/03/10 11:25:44

ყირიმში 16 მარტს დაგეგმილი რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების თაობაზე, უკრაინის კონსტიტუციის დარღვევაა და საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს კვირას გამართულ სატელეფონო საუბრისას განუცხადა. 


ამასთან, გერმანიის კანცლერმა მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ დრომდე არ არის მიღწეული პროგრესი "საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფის" შექმნაზე, რომელიც უკრაინაში შექმნილ კრიზისში პოლიტიკური გამოსავლის ძიებას შეუწყობს ხელს. 


`ანგელა მერკელმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა სასწრაფოდ იქნას მიღწეული არსებითი შედეგები ამ საკითხთან მიმართებაში", - ნათქვამია გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


თავის მხრივ, კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, პუტინმა დაარწმუნა მერკელი, რომ ნაბიჯები, რომელსაც ყირიმის ლეგიტიმური ხელისუფლება დგამს, საერთაშორისო სამართლის ნორმებს ემყარება და ნახევარკუნძულის მოსახლეობის კანონიერი ინტერესების დასაცავად მიმართული იქნება. 

 

წყარო: interpressnews.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2388
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია