დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და ხელისუფლება
ჭიათურის მაღაროელთა შორის გაურკვევლობაა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/03/09 20:35:22

დღეს, 15 საათისთვის დაახლოებით ორასამდე სამთოელი კვლავ აპროტესტებდა იმ პირობებს, რომელშიც უწევთ მუშაობა. ათ დღეზე მეტი ხანია, რაც მაღაროელები სტიქიური გაფიცვით ბოიკოტს უცხადებენ ,,ჯორჯიან ამერიქენ ელოისსდა სხვადასხვა მოთხოვნებს აყენებენ, მათ შორის ძირითადად სოციალური საკითხებია.

 

როგორც ამ დროისათვის ჩვენთვის ცნობილია, დამსაქმებელი ძირითადი მოთხოვნების მყისიერ შესრულებაზე უარს აცხადებს და 7%-იან სახელფასო ზრდის პარალელურად დღიური ნორმის 5%-იან ზრდას ითხოვს.

 

სამთოელთა უმეტესობა უკმაყოფილოა იმით, რომ სამი პროფესიული კავშირია მათი ხელფასის 1%-ზე ფინანსურად მიბმული და ისინი არ ეძებენ იმ გზებს, რომლებიც ააცილებს სტიქიურ გამოსვლებსა და სასამართლო გზით მოაწესრიგებს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დავებს.

 

ამჟამად 2 ათასამდე სამთოელი ამირან მაჩიტიძეს უცხადებს ნდობას (ამირან მაჩიტიძე ერთ-ერთი მაღაროს დირექტორი იყო და თანამდებობიდან გაათავისუფლეს) და მას აქვს სამთოელთა სახელით საუბრის მანდატი. ამირან მაჩიტიძემ დღეს საყვედური გამოუცხადა იმ სამთოელებს, რომლებიც აქციებზე არ გამოცხადდნენ და სახლებს მიაშურეს. მანვე აღნიშნა, რომ ნაწილი მაღაროელებისა უკვე თანხმდება სამუშაოზე გასვლას და ნაწილი კი ისევ აგრძელებს პროტესტს.

 

,,საჭიროა, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ და ან გავიდეთ სამუშაოდ, ან კვლავ გავაგრძელოთ პროტესტი“,_განაცხადა მან. მაჩიტიძემ ასევე დაანონსა რიგით მეოთხე პროფკავშირის შექმნა, რომელიც სამთოელებს ააცილებს სტიქიურ გამოსვლებს.

 

დღეს სამთოელთა ნაწილი სამუშაოზე მივიდა, რამაც დანარჩენი ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. საბოლოოდ, ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, შეწყვეტენ თუ არა გაფიცვას მუშები. სავარაუდოდ, ხვალ გადაწყდება ჭიათურის 3700 სამთოელის გაფიცვის საკითხი.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2592
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია