დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუცნაშვილის განცხადება უფლებადამცველისთვის იმედისმომცემია
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/03/07 17:22:12

უფლებადამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის „თქვენი უფლებებისათვის“ სპიკერის, გიორგი თევზაძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „თქვენი უფლებებისათვის“ უერთდება საზოგადოებრივ კამპანიას „ეს შენ გეხება“, რომელიც ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიცვას საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპები და შეცვალოს არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკ.

 

„საყურადღებოა, რომ არსებული ვითარება  საფრთხეს უქმნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური გარანტიის დაცვას, ასევე, მნიშვნელოვნად აფერხებს თავისუფალი საზოგადოების განვითარებას საქართველოში. ტექნიკური საშუალებების გამოყენებით კონკრეტულ პირთა ვიწრო წრის მიმართ თვალთვალი და მიყურადება უნდა ხორციელდებოდეს უკიდურეს შემთხვევაში, კანონმდებლობის სრული დაცვითა და ეფექტური მონიტორინგის პირობებში, რითაც გამოირიცხება იმ პირების პირადი ცხოვრების ხელყოფა, რომელთაც არანაირი კავშირი არ აქვთ სამართალდამცავების მიერ გამოსაძიებელ დანაშაულთან. კანონმდებლობა არ იქმნება იმის მიხედვით, თუ რამდენად სარგებლობს საზოგადოებაში ნდობის მანდატით. ყველა ხელისუფლების პირობებში უნდა არსებობდეს სახელმწიფოს საზოგადოებრივი კონტროლის ეფექტური მექანიზმები, რათა აღიკვეთოს ცალკეულ ჩინოვნიკთა თანამდებობრივი დანაშაული, განსაკუთრებით პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად.

უკანონო ფარული მიყურადების პრაქტიკასთან დაკავშირებული პრობლემისა და მისი დაუყოვნებლივ გადაჭრის აუცილებლობაზე საუბრობს ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი საქართველოში სამართლებრივი და საკონსტიტუციო რეფორმისა და ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამარბერგი. ამ პრობლემაზე შესაბამისი მინიშნებები აქვს ასევე გაკეთებული  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს 2013 წლის ადამიანის უფლებათა ანგარიშში.

ამ მხრივ მნიშვნელოვნად და იმედის მომცემად მიგვაჩნია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ  პოლიტიკურ გაერთიანება „ქართულ ოცნებას“ აქვს პოლიტიკური ნება, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს და სამუდამოდ მოიხსნას დღის წესრიგიდან.

ამდენად, საზოგადოებრივი კამპანია „ეს შენ გეხება“ წარმოადგენს მნიშვნელოვან საზოგადოებრივ მესიჯს ხელისუფლების მიმართ, რათა შეიქმნას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონკრეტული სახელმწიფოებრივი და საზოგადობერივი კონტროლის ეფექტური მექანიზმები“, – ნათქვამია უფლებადამცევლისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის „თქვენი უფლებებისათვის“ სპიკერის გიორგი თევზაძის  გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2587
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია