დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თემურ შაშიაშვილმა შესაძლოა ქუთაისის მერად იყაროს კენჭი
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/06 02:26:59
პოლიტიკური გაერთიანება „თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა, შესაძლოა, ქუთაისის მერის პოსტზე იყაროს კენჭი. 

როგორც შაშიაშვილმა გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბარში განაცხადა, მას ქუთაისიდან დაუკავშირდნენ და მერის პოსტზე კენჭისყრა სთხოვეს, თუმცა აღნიშნა, რომ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.


„ქუთაისიდან ძალიან ბევრი ადამიანი დამიკავშირდა და მთხოვა, რომ ქალაქის მერის პოსტზე ვიყარო კენჭი. ესენი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან. მათ შორის ისეთებმაც მომმართეს, რომლებიც თავის დროზე მიპირისპირდებოდნენ. დიდი მადლობა მათ ნდობისთვის. გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია.
ამ საკითხზე ვფიქრობ, ჯერ მოსახლეობას უნდა დაველაპარაკო. უნდა დაველაპარაკო იმ ხალხს, ვინც თავის დროზე ჩემი მოწინააღმდეგე იყო. გავიგებ ხალხის აზრს და გადაწყვეტილებას მერე მივიღებ“- განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.
წყარო "ნიუსპრესი"
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2817
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია