დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის მხარის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი გამგებლებს შეხვდა
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/02/28 14:19:19

იმერეთის მხარის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი რაიონების გამგებლებს  შეხვდა. მათ  ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სამართლებრივ ზედამხედველობასთან დაკავშირებულ საკითხებსა  და სოფლის მხარდაჭერის პროექტებზე იმსჯელეს.

 

გუბერნატორმა გამგებლებისგან ინფრასტრუქტურული მიმართულებით კონკრეტული პრობლემები მოისმინა და მიმდინარე სამუშაოებისა ვადებით დაინტერესდა.


 

„მნიშვნელოვანია, რომ სოფლის დახმარების მიმათულებით არსებული პროექტები ვადებში და ხარისხიანად განხორციელდეს, ვაპირებ, პირადად ადგილზე ჩასვლით, დავათვალიერო ისინი, ასევე საჭიროა, ამ მიმართულებით ყველა რეკომენდაციების შემუშავება და ბიუჯეტში ასახვა 2014 წლის პირველ აპრილამდე მოხდეს, რადგან შემდგომში, არჩევნების ჩატარებამდე, საბიუჯეტო ცვლილებების განხორციელება კანონით დაუშვებელია,“ – აღნიშნა მეფარიშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2373
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია