დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გადმოვა“ – გედევან ფოფხაძე
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/27 16:37:47

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე პარლამენტის თბილისში გადმოტანასთან დაკავშირებით პრაიმტაიმის" პრეს-კლუბში კომენტარს აკეთებს.

 

მისი განცხადებით, ქუთაისში პარლამენტის გადატანა ნაციონალების ამოცანა იყო, რადგან მათ პარლამენტის ფუნქციის შესუსტება უნდოდათ. ახლა კი,  ნაციონალური მოძაობის წევრები სხდომაზე რომ არ დაესწრონ, მიზეზებს ეძებენ. მათ არ მოსწონთ, რომ პარლამენტის გასვლითი სხდომების ჩატარება თბილისშია დაგეგემილი.

 

გედევან ფოფხაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი: კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ პარლამენტი მოქმედებს ქუთაისში, მაგრამ პარლამენტს რეგლამენტით აქვს გათვალისწინებული გასვლითი საკომიტეტო მოსმენების ჩატარება. ეს რეგლამენტით არის გათვალისწინებული. თუ ეს თეორიულად არის შესაძლებელი, რატომ არ შეიძლება სამართლებრივი ფორმის გამონახვა, როდესაც ჩვენ თბილისში შევიკრიბებით და ამას რატომ უნდა გამოუცხადოს უმცირესობამ ბოიკოტი? თუ მოხდება ისე, რომ ჩვენ მოგვეცემა პოლიტიკური აქტიურობის საშუალება თბილისში, ჩემი აზრით, ეს კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების აქტიურობას, რომელიც საჭიროც იქნება და სასარგებლოც, თბილისში პარლამენტის მუშაობა უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ქუთაისში.

 

გედევან ფოფხაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო სასახლეში შესვლაზეც გააკეთა განცხადება. მისი აზრით, მარგველაშვილი არ უნდა შევიდეს ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლეში, რადგან  ის სასახლეა, რომელიც ძალადობრივ რეჟიმთან ასოცირდება და სადაც სააკაშვილის პირადი ამბიციებისა და კაპრიზების დაკმაყოფილება ხდებოდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2764
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია