დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვანო მერაბიშვილისთვის გამოტანილი განაჩენი დაპირისპირების მიზეზი გახდა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/02/27 15:45:48

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. ვანო მერაბიშვილის მომხრეებსა და მოწინააღმდეგებს შორის ფიზიკური დაპირისპირება ისევ გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ დაპირისპირებამ, რომელიც სასამართლოს ეზოში დაიწყო, ცოტა ხნის წინ სასამართლოს გარეპერიმეტრზე გადაინაცვლა.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მათ ცოტა ხნის წინ რამდენიმე კორიდორი გააკეთეს და აქციის მონაწილეებს შორის სიტუაციის განმუხტვას ცდილობენ.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულ პირებს შორის "თავისუფალი ზონის" წევრები არიან. სავარაუდოდ, დაკავებულია ვანო მერაბიშვილის მოწინააღმდეგე აქციის რამდენიმე მონაწილეც.

დაპირისპირების მიზეზი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ყოფილი პრემიერისთვის გამოტანილი განაჩენი გახდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ სცნო ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება, ხოლო გაამართლა დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფის ნაწილში.
26 მაისის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. 

"სასამართლომ დაადგინა ივანე მერაბიშვილი სსს კოდექსის 333- მუხლის მესამე ნაწილის "" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს. ივანე მერაბიშვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსს კოდექსის 333- მუხლის მესამე ნაწილი "" ქვეპუნტქით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით", - განაცხადა მოსამართლემ. 

თუმცა 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მერაბიშვილს სასჯელი ¼-ით შეუმცირდა და საბოლოოდ, 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერაბიშვილს თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლითა და 6 თვის ვადით ჩამოერთვა.
შეგახსენებთ, რომ შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333- მუხლით ჰქონდა წაყენებული, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2758
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია