დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვა შეწყდა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/02/24 22:52:51

ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვა შეწყდა

 

 ჭიათურაში სამთოელთა გაფიცვებმა არასერიოზული სახე მიიღო. რამდენიმე გაფიცვა, რომელიც ,,ქართული ოცნებისხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოეწყო, თითქმის სრულიად უშედეგოდ დასრულდა, რადგან ის მოთხოვნები, რომელიც სამთოელებმა წამოაყენეს, დამსაქმებელმა რიგი ფაქტორების გამო არ დააკმაყოფილა, ხოლო გაფიცულებმა ,,სიმტკიცე ვერ გამოიჩინესდა მიზნის მიღწევამდე დაიშალნენ.

 

ამ დროისათვის 40 წლიანი ვადით ჭიათურის საბადოები ,,ჯორჯიან ამერიქენ ელოისსაქვს აღებული და პარალელურად ფლობს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანასა და ვარციხის ჰესს. აღნიშნული კომპანია საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი დამსაქმებელია და ,,საქართველოს რკინიგზასჩამორჩება მხოლოდ. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აქ დასაქმებულთა ხელფასები ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და საჯარო მოხელეთა ხელფასს ზოგჯერ აღემატება კიდეც.

 

24 თებერვალს ექვსასამდე მაღაროელმა გაფიცვა გამოაცხადა, თუმცა გაფიცვა დღის ბოლომდე შეწყდა. გაფიცვის მონაწილეებმა თავდაპირველად მაჟორიტარ დეპუტატს მიმართეს. ამასთან დაკავშირებით დეპუტატის ბიურომ გაავრცელა ინფორმაცია შემდეგი სახით: ,, 2014 წლის 24 თებერვალი - ჭიათურაში გაიფიცნენ მაღაროელები. გაფიცულებს შეხვდა ბატონი მალხაზ წერეთელი, შეხვედრა გაგრძელდა მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში. ბიუროში შეხვედრას ესწრებოდნენ გაფიცულები, პროფკავშირის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსჭიათურის ოლქის ხელმძღვანელი პირები. გაფიცულები ითხოვდნენ დეპუტატისა და გამგეობის თანამშრომლებისაგან თანადგომასა და შუამდგომლობას ხელისუფლების წარმომადგენლებთან, „ჯორჯიან მანგანეზშიშექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად და დასაქმებულთა უფლებების დასაცავად.

 

მაჟორიტარი დეპუტატის მალხაზ წერეთლის მიერ მოხდა რეაგირება მომხდართან დაკავშირებით, აღნიშნულის შესახებ ეცნობა ვიცე პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრს ბატონ კახი კალაძეს და ეთხოვა ადგილზე ვითარების შესასწავლად და გასაცნობად ჩამოსულიყვნენ მთავრობის უფლებამოსილი პირები.“

 

,,ჯორჯიან ამერიქენ ელოისისსაზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, მაკა კვარაცხელიამ, ჩვენთან საუბრისას განაცხადა: ,, გაფიცვის მიზეზები და მოთხოვნები არ შემოსულა კომპანიის ადმინისტრაციაში, მერე გაირკვა რა იყო გაფიცვის მიზეზი. წინაპირობა გაფიცვისა არ ყოფილა, ანუ კანონდარღვევით და სპონტანურად გააკეთეს გაფიცვა, თუმცა ჩვენ შევხვდით გაფიცულ მაღაროელებს და კონსესუსამდე მივედით შემდეგზე: როგორც გაირკვა მოლაპარაკებისას, გაფიცვის მიზეზი იყო შემდეგი: 2 თვის განმავლობაში არ იღებდნენ სრულ ხელფასს სამთოელები, რადგან არ სრულდებოდა გეგმა და, შესაბამისად, იღებდნენ ნაკლულ ხელფასს.“


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2712
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია