მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმბული მუშები გაიფიცნენ
სოფელ გეგუთის გზაზე მიმდინარე თბილისი-ქუთაისი – ბათუმის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა დღეს პროტესტის ნიშნად მუშაობა შეწყვიტეს. გაფიცვის მიზეზს 4 თვიანი სახელფასო დავალიანება წარმოადგენს, რომელიც დამსაქმებელ კომპანიას მათ მიმართ აქვს.
ნუგზარ გაბადაძე( მაგისტრალზე დასაქმებული მუშა):
მე–4 თვე უხელფასოდ გვამუშავებენ, გვპირდებიან, დღეს–ხვალო და ძაღლად არ გვაგდებენ. ერთ დღეს ვაცდით კიდევ და მერე მარტო მუშაობას კი არ შევწყვეტთ, გზასაც გადავკეტავთ.
მაგისტრალის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული აზერბაიჯანული კომპანია ,,შპს გრემ ვაი 12“ აწარმოებს, რომლის დირექტორმაც სამირ ომაროვმა გაფიცულ მუშებს პირობა მისცა, რომ კუთვნილი ხელფასი ხვალ ჩაერიცხებათ.
გაფიცული მუშები აცხადებენ, რომ თუ ეს დაპირება ხვალ არ შესრულდება, ისინი გზას გადაკეტავენ.