დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურელები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის სტუმრობით უკმაყოფილო დარჩნენ
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/02/22 20:47:58

 

 ბოლო პერიოდში ჭიათურის მუნიციპალიტეტი ყურადღების ქვეშ ჯანდაცვითი საკითხების გამო მოექცა. ფაქტია, რომ კომუნისტურ ეპოქაში არსებული ორი უზარმაზარი საავადმყოფო დაიხურა და მის ნაცვლად ერთი 24 პაციენტზე გათვლილი ჯეოჰოსპიტალსის კლინიკა შერჩა ამჟამად  ჭიათურას.


 ჯანდაცვის მინისტრის განცხადებამ, რომ ჭიათურას ძალიან მოკლე მანძილი აცილებს უახლოეს სამედიცინო ცენტრთან (საუბარია საჩხერის სამედიცინო ცენტრზე, რომელსაც ირონიულად ჭორვილის სამედიცინო ცენტრი შეარქვეს),საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია, რასაც მოჰყვა ჭიათურის მაჟორიტარ მალხაზ წერეთლის ხისტი განცხადება(რასაც ჭიათურელი მოქალაქეები სამართლიანს უწოდებენ), რომ სერგეენკოს ხელოვნურად უნდა ჭიათურაში სამედიცინო სისტემის მოშლა, რათა ,,შეივსოსსაჩხერის სამედიცინო ცენტრის პალატები.


მოგვიანებით, მინისტრმა განაცხადა, რომ სამედიცინო ინფრასტრუქტურის მხრივ ყველაზე რთული მდგომარეობა ამჯერად ხარაგაულს და ვანს აქვს, ამიტომ ჯერ იქ უნდა ავაშენოთ საავადმყოფოები, შემდეგ კი ჭიათურის ჯერიც მოვაო. თუმცა, ჭიათურელები დაჟინებით ითხოვენ საავადმყოფოს.


სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით დღეს ჭიათურას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრი მახათაძე სტუმრობდა.


50–მდე ადამიანი, რომელიც დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა, უკმაყოფილობას ვერ მალავდა: მათი აზრით, ბატონმა დიმიტრი მახათაძემ ვერ თქვა გარკვევით, ჭიათურაში გაიხსნება თუ არა საავადმყოფო. ჭიათურის ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე მოიძია საბაზისო შენობა საავადმყოფოს გასახსნელად. შესაძლოა, სახელმწიფოს კეთილი ნების გამოვლენის შემთხვევაში, 75 კაცზე გათვლილი საავადმყოფო ადვილად ჩამოყალიბდეს .. სამშობიროს შენობის რეაბილიტაციის შემდეგ.


ჭიათურის გამგებელმა სულხან მახათაძემ აღნიშნა, რომ ჭიათურის მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტაზე იმუშავებს. მაჟორიტარმა მალხაზ წერეთელმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ შინაგანად ამ შეხვედრისგან მეტს მოელოდა და კითხვაზე, გაიხსნება თუ არა საავადმყოფო მის ამომრჩეველ მუნიციპალიტეტში, მან გვიპასუხა: ,,მოლოდინი ასეთი მაქვს, რომ გაიხსნება.


 

 ამ შეხვედრის დეტალების შესახებ გაზეთი ,,პოსტკრიპტუმივრცელ მასალას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3742
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია