დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„წარმატებული საქართველო რუსეთისთვის პრობლემას არ წარმოადგენს“-გიორგი მარგველაშვილი
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/02/21 15:34:29

საქართველოს პრეზიდენტი თავის გამოსვლაში აფხაზეთის და ოსეთის საკითხსაც შეეხო. მარგველაშვილმა აფხაზეთისა და ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებას მოუწოდა არ წავიდნენ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და მოძმე ერების მრავალსაუკუნოვანი ისტორია არ დაივიწყონ.

„დღეს საფრთხის წინაშე დგას აფხაზეთის და ოსეთის ბედი, თუკი დეფაქტო ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ამ ორი ერის ბედი, მაშინ ნუ მოაქცევენ მათ იზოლაციაში“-განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა  რუსეთთან არსებულ ურთიერთობაზეც ისაუბრა. 

„უნდა ესმოდეს რუსეთის ხელისუფლებას, რომ განვითარებული და ევროატლანტიკურ ალიანსთან დაახლოებული საქართევლო არ წარმოადგენს პრობლემას რუსეთისთვის და არც რეგიონისთვის. ჩვენ დავიწყეთ დიალოგის ახალი ფორმა რუსეთთან, ეკონომიკისა და კულტურის საკითხებში, მაგრამ რუსეთის მიერ გავლებულმა მავთულხლართებმა და გადმოწეულმა საზღვრებმა ამ პოზიტივს სერიოზული ზიანი მიაყენა. ვაპირებთურთიერთობას  რუსეთთან, მაგრამ საქართველოს საზღვერების და სუვერენიტეტი სრული დაცვით.ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იდგა ევროპის გზაზე და მომავალშიც ასე გაგრძელდება“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2355
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია