2014 წლის 20 თებერვალს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრებმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #14 (გეგუთის) დაწესებულების არაგეგმური მონიტორინგი დაიწყეს.
გადაუდებელი მონიტორინგის აუცილებლობა ბოლო დროს გეგუთის ციხეში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია. სახალხო დამცველის რწმუნებულები ზედმიწევნით შეისწავლიან მსჯავრდებულთა საჩივრებსა და მათ საცხოვრებელ პირობებს.
მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისა და მასმედიისთვის ახლო მომავალში გახდება ცნობილი.