დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის კლინიკური საავადმყოფოს ძველ შენობაში დევნილების შესახლება იგეგმება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/02/20 15:35:16

მიმდინარე წლის 1 მარტიდან დევნილობის სტატუსის მქონე პირები სახელმწიფოსგან დახმარების სახით დამატებით 45 ლარს მიიღებენ. ამავდროულად კი, მათ კომუნალურ გადასახადს სამინისტრო აღარ დაფარავს. იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსმა გიორგი სანთელაძემ გაზეთ p.s.-თან ისაუბრა. სანთელაძის განცხადებით, ამ დრომდე კერძო საკუთრებაში მცხოვრები დევნილი დახმარების სახით 28 ლარს იღებდა. კომპაქტურად ასახლებული კი 22 ლარს და კომუნალურ გადასახადს სახელმწიფო უფარავდა. პირველი მარტიდან კი მათი დახმარება გათანაბრდება და გადასახადს ინდივიდუალურად გადაიხდიან.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სხვა მოსარება აქვთ დევნილებს. ქუაისში .. ანკომის შენობაში მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ სამინისტრო ფულს ერთი ჯიიდან მეორეში იდებს. დევნილები კი რეალურად არანაირ დახმარებას არ მიიღებენ.

 

ამავდროულად, ცნობილი გახდა, რომ ქუთაისში მდებარე კლინიკური საავადმყოფოს ძველ შენობაში დევნილები შესახლდებიან. შენობის რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია და რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ბინებით 100-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება. დევნილების განსახლების გრძელვადიანი პროექტის ფარგლებში ქუთაისში ამ დროისთვის ოთხი შენობის რეაბილიტაცია მოხდება. ესენია: ჭავჭავაძის 58-ში მდებარე ყოფილი მუსიკალური, ავტოქარხანაში ატეესის შენობა, ნიკეაზე აისის შენობის უკან მდებარე შენობა და ყოფილი კლინიკური საავადმყოფო.

 

ვრცლად მასალა იხილეთ გაზეთ p.s.-ის უახლეს, ორშაბათის, ნომერში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4480
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია