დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„დღეს უკრაინაა, ხვალ იქნება საქართველო“ – ვახტანგ მაისაია
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/19 17:04:59

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას,  უფრო ხმამაღალი განცხადებები გააკეთოს უკრაინის მხარდასაჭრერად“

 

 

დღეს „პირველ პრესკლუბში“  საქართველოს გეოსტრატეგიული და ევროატლანტიკური კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ვახტანგ მაისაიამ პრესკონფერენცია გამართა. მან უკრაინაში მიმდინარე პროცესები შეაფასა და განაცხადა, რომ უკრაინა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა და დაიწყო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის რღვევის პროცესი, რაც საფრთხეს უქმნის უკრაინას.

 

ვახტანგ მაისაიამ  საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ  გააკეთოს უფრო ხმამაღალი განცხადებები უკრაინის მხარდასაჭერად, რადგანაც, იგი თვლის, რომ თუ დღეს უკრაინას უჭირს, შესაძლოა, ხვალ მის ადგილას საქართველო აღმოჩნდეს...

 

ვახტანგ მაისაია, საქართველოს გეოსტრატეგიული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი: „უკრაინაში სამოქალაქო ომის ნიშნებია და აქ ელემენტარულად საუბარია იმაზე, რომ უკრაინა შეიძლება, ტერიტორიული მთლიანობის რღვევის ზღვარზე დადგეს. შემიძლია გაგახსენოთ, რომ ყირიმის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება საგანგაშოა და ეს არის მინიშნება იმაზე, რომ დაიწყო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის რღვევის პროცესი. რა თქმა უნდა, ამ ფონზე, როცა სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, ალბათ, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს გარკვეული განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რაც უკრაინაში ხდება. დღეს უკრაინაა, ხვალ იქნება საქართველო“.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2619
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია