დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კახა ძაგანია: „გაეროს უშიშროების საბჭოს დროულად რომ მიეღო ზომები, უკრაინაში სისხლისღვრა არ მოხდებოდა“
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/19 14:54:06

„მოვუწოდებ სპორტსმენებს,  უკრაინელ ხალხს მხარი დაუჭირონ“

უკრაინის მოვლენებს „მემერცხენე ალიანსის“ ლიდერი კახა ძაგანია გამოეხმაურა, რომელმაც „პირველ პრესკლუბში“ უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა, კახა ძაგანიას განცხადებით,  უკრაინაში უფრო დიდი მსხვერპლის ასაცილებლად საერთაშორისო ძალისხმევა უნდა გააქტიურდეს და სოჭის ოლიმპიადა მშვიდობის ტრიბუნად უნდა იქნას გამოყენებული.

 

კახა ძაგანია,  „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი: „სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მწუხარებას გამოვხატავთ იმ ათეულობით ადამიანის გამო, რომელიც აქციების დროს გარდაიცვალა. დაშავებულია ასობით ადამიანი. ჩვენ ორი კვირის წინ, ამავე ტრიბუნიდან მოვუწოდეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, გამოეყენებინა თავისი უფლებამოსილება და გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიეღოთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რეზოლუცია შემდგარიყო. მერწმუნეთ, ეს რომ მომხდარიყო, დღეს ამ ტრაგიკულ შედეგს არ მივიღებდით და ათობით ადამიანი ცოცხალი იქნებოდა. კიდევ არის შანსი იმისა, რომ ჩაერიოს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და მიიღოს რეზოლუცია. გარდა ამისა, გამოსაყენებელია ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტი, რათა შეწყდეს სისხლისღვრა უკრაინაში. ვფიქრობთ, კარგი ვითარებაა იმისთვის, რომ სოჭის ოლიმპიადა პოლიტიკურ, მშვიდობის ტრიბუნად გამოვიყენოთ. მოვუწოდებ ჩვენს სპორტსმენებს, გაიზიარონ მწუხარება რაღაცა ფორმით, კარგი იქნებოდა, თუ შავი ლენტებით წარსდგებოდნენ სპორტულ პლაცდარმზე. ეს იქნებოდა კიდევ ერთი მუხტი იმიასა, რომ მშვიდობით უნდა დამთავრდეს უკრაინის მოვლენები. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინას დიდი ხანი არ უწერია, არიან ძალები, რომლებიც ამ ქვეყნის დაქუცმაცება-დაშლას ცდილობენ.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2639
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია