დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კიევი დღეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/02/19 12:45:52

კიევში დაღუპულთა რიცხვმა 25-ს მიაღწია

 

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, კიევში ძალადობრივი დაპირისპირებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. 

 


უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის დახმარების თხოვნით სამედიცინო დაწესებულებებს 351-მა დაშავებულმა მიმართა, მასობრივი აქციების 241 მონაწილე კი ჰოსპიტალიზირებულია. 

 


ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, დაშავებულთა შორის სამართალდამცავი ორგანოების 79 წარმომადგენელი, 5 ჟურნალისტი, 1 დეპუტატი და სამი 18-წლამდე ახალგაზრდაა. 

 


უკრაინშაში ბარიკადებთან გარდაცვლილი იპოვეს საქართველოს მოქალაქეც.

 


უკრაინაში ქართველთა ასოციაცია "იბერიელის" ხელმძღვანელის, ბესიკ შამუგიას განცხადებით, კიევში გარდაცვლილი 1960 წელს დაბადებული ზურაბ ხურცია მაიდანის აქტივისტი არ იყო და მოვლენათა ეპიცენტრში შემთხვევით მოხვდა. ამის შესახებ ბესიკ შამუგიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა. 

 


მისი თქმით, ხურცია უკრაინაში, კიროვოგრადში ცხოვრობდა. ჩვენი მონაცემებით, ის შემთხვევით აღმოჩნდა მაიდანთან. არანაირი დაზიანება მას არ აღენიშნებოდა. მას ჰქონდა შაქრის დიაბეტი და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, გულის შეტევით არის გარდაცვლილი", - განაცხადა შამუგიამ.

 


რაც შეეხება კიევში ვითარებას, შამუგია ამბობს, რომ მდგომარეობა ისევ დაძაბულია, თუმცა საქართველოს მოქალაქეებს ასოციაციისთვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავთ. 

 


„ქალაქის ცენტრშია ძირითადად არეულობა. სხვა ობიექტები და ინფრასტქუტურა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს", - განაცხადა შამუგიამ.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიევში განვითარებულ მოვლენებს გმობს. ამის შესახებ ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 


„სასტიკად ვგმობთ ძალის გამოყენების ფაქტს და უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ 18 თებერვალს კიევში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა. 

 


სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს, რომელთა შორის, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეცაა. ის პროცესები, რომლებსაც ამჟამად შეშფოთებით ვადევნებთ თვალს, სრულიად შეუთავსებელია დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ევროპულ ღირებულებებთან.

 


ვუერთდებით საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებებს უკრაინის ხელისუფლებისადმი, რათა გადადგმულ იქნას ქმედითი ნაბიჯები, რომ მხარეები დაუბრუნდნენ დიალოგის ფორმატს და ვითარება არ გადაიზარდოს ფართომასშტაბიან სამოქალაქო დაპირისპირებაში. 

 

ყველა ხელისუფლების და მთავრობის პასუხისმგებლობაა, პატივი სცეს საკუთარი ხალხის არჩევანს და უზრუნველყოს აზრის გამოხატვის თავისუფლება. კიდევ ერთხელ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს მათთვის ამ უკიდურესად მძიმე მომენტში და ვთვლით, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ერთადერთი ალტერნატივა არის მშვიდობიანი დიალოგი", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

 

კიევში, მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები გუშინ განახლდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვმა 25- მიაღწია, ხოლო 300-ზე მეტი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. 

 

წყარო: ipn.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2301
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია