დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოციალური ქსელი
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მსახიობებს დახმარება მოუხსნა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/02/19 01:18:50

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მსახიობებს დახმარება მოუხსნა.

ამის შესახებ, თუმანიშვილის თეატრის მსახიობი, ეკა ანდრონიკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.


 „ივანიშვილმა მსახიობებს ( არა ღვაწლმოსილებს, ანუ ჩვეულებრივ, მოქმედ , სცენაზე მდგომ მსახიობებს) დახმარება მოუხსნა. თანაც გაუფრთხილებლად : კონკრეტულ დღეს უბრალოდ ბარათზე აღარ დახვდათ თანხა.

 

დიდი მადლობა მას წლების განმავლობაში გაწეული დახმარებისთვის, – მადლობის მეტი რა გვეთქმის, და თან ეს მართლა დახმარება იყო ხელოვანი ხალხისთვის, რომლებსაც სხვა პროფესია არ გააჩნიათ და არ იციან სხვა რამის კეთება-მიზერული ხელფასების ფონზე…

 

ძალიან რთული პერიოდები გადაგვატანინა ამ დახმარებამ…მაგრამ დღეს თუ ვინმეს გონია, რომ მსახიობებს უფრო ულხინთ, ან რამე შეიცვალა მათ ფინანსებში, ან ზოგადად ქვეყანა ეკონომიურად უკეთეს პოზიციაშია, ძალიან დიდი შეცდომაა. ასეთი კრიზისი, რაც შარშან და წელსაა დიდი ხანია არ ყოფილა.

 

დახმარებაზე პრეტენზია, რა თქმაუნდა, ვერავის ექნება, მაგრამ… რატომ - ეხლა? ბევრი მოსაზრება შეიძლება გაჩნდეს… სამწუხაროა, რომ შემზადებაც კი არ ყოფილა, ადამიანები კრედიტებს იხდიდნენ ამ თანხით… რაც მთავარია, გაიჭყლიტნენ ის მსახიობები, ვინც ცოტა დახმარებას იღებდა და ხელფასებიც სათანადოდ, დაბალი აქვთ…

 

მითუმეტეს გასაკვირია, ეს ყველაფერი რომ ყოფილი პრემიერის სამოქალაქო სექტორში გადასვლის შემდეგ ხდება-როდესაც თითქოს ხელ-ფეხი გაეხსნა მეცენატობისა და სამოქალაქო სექტორის გაძლიერებისთვის….“ – წერს ანდრონიკაშვილი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3247
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია