დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თემიდა
„თიბისი ბანკმა“ „გუდვილთან“ პირველი „რაუნდი“ წააგო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/02/17 23:57:39

 „გუდვილის“ რეაბილიტაციის მმართველი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი გახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ თამარ ჭუნიაშვილმა „გუდვილის“ რეაბილიტაციის მმართველად საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიების მსოფლიო ოცეულის წევრი, კომპანია PKF-ი დაამტკიცა.

 


შეგახსენებთ, რომ „გუდვილმა“ ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულში საჯაროდ განაცხადა კომპანიაში შექმნილი ფინანსური პრობლემების შესახებ და ეს ვითარება ძირითადად წლების განმავლობაში გაწეული ათეულმილიონიან არამიზნობრივი ხარჯით ახსნა, რომლის გაწევაც მათ წინა ხელისუფლება აიძულებდათ.

 

მენეჯმენტის განცხადებით, სწორედ ამის გამო მათ „თიბისი ბანკისა“ და მომწოდებლების მიმართ დავალიანება დაუგროვდათ. მიმდინარე ვალდებულებებს კომპანია პირნათლად ისტუმრებდა, თუმცა დაგროვილი დავალიანების მომსახურებას უკვე ვეღარ ახერხებდა. 

 

მოკლე დროშივე შეიქმნა სურათი, როცა „თიბისი ბანკი“ „გუდვილის“ ერთადერთი უზრუნველყოფილი კრედიტორი გახდა. 

 

„გუდვილის“ რეაბილიტაციის რეჟიმში გადასვლის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც კომპანიამ 2013 წლის სექტემბერში სასამართლოს მიმართა თხოვნით გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თხოვნით. სასამართლომ ეს თხოვნა დააკმაყოფილა. შემდეგ, როგორც კანონი ითვალისწინებს, შეიქმნა კრედიტორთა საბჭო, სადაც „თიბისი ბანკთან“ ერთად სხვა კრედიტორებიც შევიდნენ. 

 

სწორედ კრედიტორთა საბჭოს კომპეტენციაა მოსამართლისთვის რეაბილიტაციის მმართველის კანდიდატურის შეთავაზება. სასამართლომ განიხილა კრედიტორთა ერთი ჯგუფის (თემურ ჭყონია და მასთან დაკავშირებული კომპანიები, „იბერია რეფრეშმენთი“, „ბაგრატიონი 1882“, სხვები) მიერ შეთავაზებული კანდიდატი ზურაბ ვანიშვილი. 

 

ვანიშვილის წარმდგენთა შორის არ ფიგურირებდა „თიბისი ბანკი“, თუმცა ვანიშვილის კანდიდატურას ბანკმა მხარი ღიად დაუჭირა. მოსამართლემ ეს კანდიდატურა რეაბილიტაციის მმართველად არ დაამტკიცა, რამდენადაც ჩათვალა, რომ იგი ვერ იქნებოდა კრედიტორებისგან საკმარისად დამოუკიდებელი და ობიექტური. 

 

პროცესი საინტერესოდ განვითარდა არაუზრუნველყოფილ კრედიტორთა ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატურის, აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია PKF-ჯგუფის რეაბილიტაციის მმართველად დანიშვნის განხილვისას. პროცესზე გამოჩნდა, რომ ამ კანდიდატურას მხარს უჭერდა ,,გუდვილის" არაუზრუნველყოფილი კრედიტორების უმრავლესობა. მის წინააღმდეგ ,,თიბისი ბანკი" გამოვიდა. 

 

საბოლოოდ, უკვე მეორედ გადადებულ სხდომაზე, სასამართლომ განიხილა კრედიტორთა ჯგუფის მიერ დასახელებული აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია PKF -ის კანდიდატურა და მას შემდეგ, რაც სხდომაზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგად კრედიტორთა უმრავლესობამ მას მხარი დაუჭირა, დაამტკიცა კიდეც PKF–ი „გუდვილის“ რეაბილიტაციის მმართველად. „თიბისი ბანკს“, თემურ ჭყონიასა და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს PKF-სთვის მხარი არ დაუჭერიათ.

 

მედიასთან საუბრისას ჭყონიამ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ PKF-ს არ წარმოუდგენია „გუდვილის“ სიტუაციიდან გამოყვანის კონკრეტული გეგმა. 

 

წყარო "კომერსანტ.ჯე"

 

„გუდვილის“ ადვოკატის ლაშა ნოდიას განცხადებით, რეაბილიტაციის მმართველის მოვალეობაში ამ ეტაპზე ბიზნეს-გეგმის წარდგენა, კანონის მიხედვით, არ შედის და კონკრეტული გეგმა რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნიდან 2 თვის ვადაში უნდა შემუშავდეს. ამ პროცესში კი თავად კრედიტორებიც უნდა ჩაერთონ. 

 

ბიზნეს-გეგმის შემუშავებამდე, კრედიტორები ჯერ რეაბილიტაციის მმართველისა და კომპანიის დირექტორის უფლებამოსილებების წრის განსაზღვრის თაობაზე უნდა შეთანხმდნენ. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3490
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია