დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თვითმმართველობის კანონი
„ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ 7 პარტია დააფინანსა
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/17 21:22:18

დღეს საარჩევნო კოდექსის  განხილვა არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად მიმდინარეობს, თუმცა ის პირობები, რომლებიც ხელისუფლებამ  შესთავაზა  ოპოზიციას, მიუღებელია, აცხადებს პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე. მისი განცხადებით,  ეს არის კიდევ ერთი სატყუარა, რომელზეც ისინი არ წამოეგებიან.

 

გიორგი ლაღიძე, პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი: „ცალსახად მინდა გითხრათ,  რომ ეს არის არასაპარლამენტო პარტიებისთვის გადმოყრილი საკენკი, ანუ სატყუარა. დღეს ქვეყანაში ისეთია პოლიტიკური ვითარება,  რომ ძალიან ბევრ ცალკე აღებულ  პოლიტიკურ პარტიას გაუჭირდება  არათუ 3 პროცენტიანი ზღვარის გადალახვა,  არამედ 1 პროცენტის აღებაც კი. ეს ძალიან კარგად იცის ხელისუფლებამ და ზუსტად ამიტომ გააჟღერეს ინიციატივა. არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან მოსალოდნელია ქუჩის აქციები და ზუსტად ამის გამო გადმოაგდეს ეს სატყუარა. სხათა შორის,  2012 წლის საპარლამენ არჩევნების შემდეგ,  დაახლოებით 7 არასაპარლამენტო სუბიექტს მისცეს ერთჯერადად 150 ათასი ლარი მაშინ, როდესაც ამ პარტიებს ცალკე აღებულს 1 პროცენტიანი ზღვარიც კი არ გადაულახავთ. ამ დროს ჩვენს პარტიას,  რომელიც ზუსტად იგივე კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა,  რასაც ის 7 პოლიტიკური სუბიექტი, ერთი თეთრიც არ მისცეს.  მაშინ გავაპროტესტეთ ეს საკითხი და როდესაც მთავრობის საპარლამენტო მდივანს შევხვდი და მიზეზი ვკითხე,  ასე მიპასუხა: ციფრი შვიდი სიმპატიურია,  ქართული ოცნების კოალიციაში შვიდი პარტიაა და სიმბოლურად შვიდი არასაპარლამენტო სუბიექტი დავაფინანსეთო.

 

 

აი,  ასეთი არასერიოზული მიდგომა აქვთ პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღების კუთხით და, ზოგადად, ძალიან ბევრ სფეროში, მათ ერჩივნათ,  სიები დაეხვეწათ, საარჩევნო კოდექსის რეფორმირება მოეხდინათ და ბევრად უკეთესი საარჩევნო გარემო იქნებოდა ქვეყანაში“.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2838
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია