რამდენიმე წუთის წინ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილს და ზურაბ ჭიაბერაშვილის 9-თვიანი სასამართლო პროცესი დასრულდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერაბიშვილს პატიმრობა შეუფარდა 5 წლის ვადით, ხოლო ჭიაბერაშვილი 50 ათასი ლარის გირაოს სანაცლოდ გაათავისუფლა. გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა აზრთა სხვადასხვაობა. ნაწილი ამ გადაწყვეტილებას მართლმსაჯულების ზეიმად აფასებს, ნაწილი კი ბიძინა ივანიშვილის პირად გადაწყვეტილებად.