დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და ხელისუფლება
„ნეპოტიზმით მურმან დუმბაძემ ყველას და ყველაფერს გადააჭარბა!“
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/17 11:21:13

ნეპოტიზმი აჭარაში და მერობის კანდიდატი, რომელსც ბათუმელები არ იცნობენ


აჭარაში  უსახლკაროები სახლებს, შუქოდ დარჩენილები შუქის ჩართვას და ისინი, ვისაც მოსავალი გაუფუჭდა, კოპენსაციას ითხოვენ. უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე აცხადებს, რომ   ფაქტობრივად, მანდარინის სეზონის ჩავარდნის შემდეგ, სოციალური გარემო მძიმეა. დაახლოებით 1000 ოჯახი  დარჩა ულუკმაპუროდ. ახლა, ისინი კომპენსაცის გადახდას ითხოვენ. თუმცა, მათ დღევანდელი  ხელისუფლების იმედი არ აქვთ. რაც შეეხება იპოთეკრებს,  უკვე  4  წელია მათი გამოსახლების შესაჩერებლად იბრძვიან უფლებადამცველები, ნაწილობრივ შეაჩერეს კიდევაც ეს პროცესი მხოლოდ იმიტომ, რომ წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა. დღეს კი ეს პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც შეჭრილი იყვნენ ბინებში, ამჯერად ენერგო–პრო ჯორჯიამ კიდევ 200–მდე აბონენტი დატოვა უშუქოდ (25–ე ბატალიონის ტერიტორიაზე შესახლებული ადამიანები დღემდე უშუქოდ ცხოვრობენ).

  საერთოდ, აჭარაში ყველა ძალოვან უწყებაში  მოწვეული კადრები ინიშნებიან და არა ადგილობრივები, მაგალითად: აჭარის შს და უშიშროების მინისტრები, საბაჟოს უფროსი ჩამოსული არიან თბილისიდან, ასევე კონტროლის პალატის უფროსი. იმ დონებდე დავეცით, რომ ხელვაჩაურისა და ქობულეთის  რაიონშიც კი მოწვეული კადრები არინ დანიშნული. ჩვენ ეს ძალიან გვაწუხებს.  ადრე აფხაზეის პრობლემებიც იმით დაიწყო, რომ ადგილობრივების აზრს არ ითვალისწინებდნენ და თავს ახვევდნენ ცენტრალურ  კადრებს. აჭარის სამმართველოს უფროსი დავით თელია გადააყენეს, როგორც იქნა. მის ნაცვლად დინიშნა ქობულეთელი დავით  თამაზაშვილი.


– ესეც პრემიერის ნათესავი ხომ არ არის?


– არა, ადგილობრივი, ქობულეთელი  თამაზაშვილია.


  რა ხდება თვითმართელობაში ადგილობრივი არჩევნების წინ?


მიმდინარეობს ბრძოლა ნაციონალებს და ოცნებას შორის, თუ ვინ დაიკავებს პირველ ადგილს. ნაციონალები სააკმაოდ გაწრთნილი არიან და პიარში ოცნებას  სჯობნიან კიდევაც.


ბათუმის მერი გადააყენეს, ვინ არის ახლა მერობის კაანდიდატი?


 ბაუმის მერობის კანდიდატი გიორგი ერმაკოვი, ადრე  ნაციონალი იყო, ახლა ოცნებაში გადაბარგდა, ისე ბათუმში არავინ არ იცნობს. არა მგონია,  მას ბათუმელებმა მხარი დაუჭირონ, არ ვიცი, ხელისუფლებას რაზე აქვს გათვლა და რაზე გააკეთეს  არჩევანი.


დაპირისპირების საშიშროება თუ არსებობს ადგილებზე?

 

რაც უფრო ახლოვდება არჩევნები,  დაძაბულობაც მატულობს. ყველა ცდილობს, თავისი კარები გაიყვანოს.


მურმან დუმბაძის შესახებ რას ამბობენ ბათუმში?


 

– მურმან დუმბაძის რეიტინგი  ბათუმში დაეცა, ის უკვე არაფერს  წარმოდგენს. თავის დროზე  ბიძინა ივანიშვილის დახმარებით ბათუმის მაჟორიტარი გახდა, მას ბათუმისათვის არაფერი გაუკეთებია და მისი ხმაც არ გაგვიგონია, ახლა მას უფრო მაღალი ტრიბუნა აქვს ამისათვის, ვიდრე ოპოზიციაში ყოფნის დროს. ბათუმს  მურმან დუმბაძის  ხელი არ უგრძნია, გარდა იმისა, რომ თითქმის ყველა სტრუქტურაში მურმან დუმბაძის ახლობელი დაინიშნა. ნეპოტიზმით მურმან დუმბაძემ ყველას და ყველაფერს  გადააჭარბა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4882
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია