დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტრაგედია
დღეს მსოფლიოში აღიარებული ფოტოს გმირი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა
2014/02/16 18:57:55

დღეს, 16 თებერვალს, შუადღით, კარალეთის დევნილთა დასახლებაში ზაზა რაზმაძე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. კოტეჯის წინ ჯიხურის დადგმისას რკინის კონსტრუქცია სადენებს შეეხო და ზაზა რაზმაძე იმსხვერპლა. გარდაცვლილი ამჟამად გორის პროზექტურაში ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაიყვანეს, თუმცა, ჯერ-ჯერობით, ექსპერტი ადგილზე არაა - ამ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.


საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ზაზა რაზმაძეს გორის ძველი ბაზრიდან, სადაც დედამისი მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობდა, რკინის ჯიხური კარალეთის დევნილთა დასახლებაში, საკუთარი კოტეჯის წინ გადაჰქონდა. კოტეჯის სიახლოვეს კი ახალი ბაზარი მდებარეობს.

 

ძველი ბაზრის გაუქმების შემდეგ მოვაჭრეების ნაწილი ახალ ბაზარში გადავიდნენ. თითოეულ მათგანს თავისი ნივთები ახალ ბაზარში გადააქვს. რაზმაძეებსაც სავაჭრო ჯიხური სპეციალური მანქანით ე.წ. ,,ამწე”-თი გადაჰქონდათ. ზაზა რაზმაძე ,,ამწეს” ხელით ეხმარებოდა, რა დროსაც ძაბვა ჯიხურის კონსტრუქციებზე გადავიდა.

 

ასე დაიღუპა 2008 წლის აგვისტოს დაბომბვისას გარდაცვლილი ზვიად რაზმაძმის გადარჩენილი ძმა, რომელთა ფოტოსურათმა მსოფლიო მოიარა და საერთაშორისო პრიზი მიიღო.

 

რაზმაძეები დევნილები ერედვიდან არიან და სოციალურ გაჭირვებას განიცდიან. იმედი აქვთ, რომ სახელმწიფო შესაბამის დახმარებას გაუწევს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4653
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია