დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრემიერმა "ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობას წინასაარჩევნო ტრენინგი ჩაუტარა
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/16 00:45:50

პრემიერ – მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  დღეს საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა, შეხვედრის მიზანი ადგილობრივ არჩევნებში მოსამზადებელი სამუშაოების დაგეგმვა  იყო.

 

„ქართული ოცნება“ არჩევნებისათვის მზადებას იწყებს, საარჩევნო შტაბების დაკომპლექტებისათვის ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ ჩასატარებელი. სამ საათიანი შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ თბილისის მერის თანამდებობაზე ისევ დავით ნარმანია  დარჩება  „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატად.


პარლამენტის სპიკერის მოადგილე მანანა კობახიძე აცხადებს, რომ არჩევნები სამართლიანი  იქნება.

მანანა კობახიძე (სპიკერის მოადგილე):

 

_ადგილობრივი არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში და დემოკრატიულად ჩატარდება. არჩევნების დროს რაიმე სიტემური დარღვევები გამორიცხულია. საარჩევნო კომისია იმუშავებს და თუ გადაცდომები მოხდება, ამაზე რეაგირებას მოვახდენთ. არჩევნებში არასამთავრობო სექტორის ჩართულობა ჩვეულებრივი მოვლენაა და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. ჩვენი აქტივისტები რაიონებში აქტიურად ჩაერთვებიან შტაბების მუშაობაში. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2525
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია