დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საპრემიერო დღეები თოჯინების თეატრში
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/02/15 15:44:31

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრში გოგი ჭიჭინაძის სპექტაკლის ,,იისფერა“–ს წინასაპრემირო ჩვენება გაიმართა. ერთმოქმედებიან სპექტაკლზე ქუთაისელ მსახიობებთან ერთად, ბორჯომელი მსხაიობებიც მუშაობდნენ.  დამდგმელი რეჯისორი თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან გაბრიჭიძეა.

 

სპექტაკლი მოგვითხრობს ადამინთა შორის მეგობრობის, თანადგომის და სიკეთის კეთების აუცილებლობაზე, რაც აკეთილშობილებს ადამიანს და ყველა დაბრკოლებას ამარცხებს.

 სპექტაკლი ,,იისფერა“ პატარებთან ერთად თბილისიდან მოწვეულმა სტუმრებმაც ნახეს და მოიწონეს.

 

ლევან გაბრიჭიძე (თოჯინების ტეატრის სამხატვრი ხელმძღვანელი):

,, ვფიქრობ, ჩვენს მაყურებელს აქვს მოთხოვნილება,რაც შეიძლება მეტი სპექტაკლი და პრემიერა ნახოს და ჩვენ ამისთვის მაქსიმალურად დავიხარჯებით. ჩვენ დავნერგეთ ტრადიციად, რომ პარასკევი  დღე იქნება წინასაპრემიერო ჩვენების დღე,  ხოლო შაბათს პრემიერა გაიმართება“

 ტრადიციის ფარგლებში ერთ-ერთი ასეთი პრემიერა სახელწოდებით ,,იისფერა“ მაყურებელს დღეს შეუძლია ნახოს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3150
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია