დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოზიცია
უფლებადამცველი გიორგი თევზაძე მიუღებლად მიიჩნევს რაიან გრისტის საქმაინობას საქართველოში
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/14 17:53:54

ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის  თავმჯდომარე გიორგი თევზაძე აპროტესტებს რაიან გრისტის საქმაინობას საქართველოში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული: „მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად:  ბრიტანეთის მოქალაქის და ბრიტანული არმიის ყოფილი კაპიტნის, რაიან გრისტის გვარი 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების შესახებ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება. მან დასავლურ მედიასთან,  მათ შორის "ნიუ-იორკ ტაიმსთან" და ბი-ბი-სისთან განაცხადა, რომ "7 აგვისტოს საქართველოს თავდასხმა ცხინვალზე აბსოლუტურად არაპროპორციული იყო ნებისმიერი პროვოკაციისა, თუ პროვოკაცია საერთოდ იყო".

 

ამ განცხადების შემდეგ, რამაც აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია გაამყარა, ეუთო-ს მისიამ ის საქართველოდან გაიწვია, თუმცა ახლა ის ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ დაინიშნა.


 

გავრცელებული ზემოაღნიშნული ინფორმაცია კონკრეტულ წყაროებს ემყარება, რომელიც მინიმუმ გადამოწმებას და შესაბამის რეაგირებას საჭიროებს. აუცილებელია, ითქვას სიმართლე და აღინიშნოს რეალური ფაქტობრივი გარემოებები, რომ საქართველოს ომი არ წამოუწყია და არც რუსეთის ტერიტორიაზე შესულა.

 

ასევე ყოველთვის ხაზგაზმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მხრიდან აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.  ასეთ პირობებში მიგვაჩნია, რომ თავმოყვარე ქვეყნის ხელისუფლების პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს რაიან გრისტისათვის შესაბამისი დასაბუთებით პერსონა ნონ–გრანტად აღიარება და დიპლომატიური წესით მისი საქართველოდან გაწვევის საკითხის დაყენება.

 

რაიან გრისტთან დაკავშირებით ხელისუფლების რეაქცია იქნება ტესტი ქვეყნის ყველა  არაკეთილმოსურნესთვის, რათა მომავალში არ იქნას დაშვებული შესაბამისი პრეცედენტები“, – ნათქვამია უფლებადამცველის გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2861
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია