დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ერთი მილიარდი ხმა“
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/02/14 15:54:18

თეთრ ხიდზე ქუთაისელმა მოხალისე ახალგაზრდებმა აქცია-კონცერტი გამართეს, რითიც ქალთა მიმართ ძალადობა დაგმეს. ამ აქციით, ისინი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამართულ ღონისძიებას შეუერთდნენ, სახელწოდებით: „ერთი მილიარდი ხმა“ .   


„ჩვენ ვუერთდებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამართულ აქციას და ვგმობთ ქალთა ძალადობას. გვინდოდა, რომ მრავალფეროვანი ყოფილილიყო ღონისძიება და მოვიწვიეთ ის ადამიანები, ვინც ხატავდა, ლექსს წერდა მღეროდა და ა.შ. ეს ყველაფერი ერთობლივი ძალებით კეთდება, მოხალისეობრივად,“ – განაცხადა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მონიკა მარღანიამ.  

 

სტატისტიკური მონაცემებით, 3 ქალიდანერთი ქალი არის გაუპატიურებული ან ნაცემი თავის სიცოცხლეში ერთხელ მაინც – ეს არის ერთი მილიარდი ქალი.  

 

„2013 წელს ერთმა მილიარდმა ქალმა და მამაკაცმა დაგმო ძალადობა. მსოფლიოში ერთი მილიარდი ქალი და მამაკაცი კი დღეს თავის ისტორიას გადმოსცემს ცეკვითა და საუბრით, რათა ბოლო მოეღოს ქალთა მიმართ ძალადობას. მოვუწოდებ ყველას, რომ შემოგვიერთდნენ,“ –განაცხადა ღონისძიების ინიციატორმა, გერმანელმა მოხალისემ ერლენ შროდერმა.  

 

აქციის მხარდამჭერები არიან საერთაშორისო ორგანიზაცია „ფონდი სოხუმი“, „თაობათა დიალოგი“, campus lions club Kutaisi.  

 

 

 

 

 

 

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3134
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია