დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტიკური იწილო–ბიწილო
რატომ დაეცა "ქართული ოცნების" რეიტინგი ლანჩხუთში?
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/02/14 01:31:39

ქართული ოცნებისლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დაპირისპირებაა.

რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მაკა კვირკველიამ პრესკონფერეცნციაზე გააჟღერა, რომ  ლანჩხუთის ადგილობრივი ხელისუფლება საჯარო სამსახურებში ნაციონალებს აბრუნებს. კვირკველიამ განაცხადა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ხელშეკრულებას უფორმდება ერთ–ერთ ყოფილ ნაციონალს, ხოლო გამგეობის სოციალურ სამსახურში ასევე ნაციონალისათვის სპეციალური განყოფილება იქმნებოდა.

კვირკველიას ამ განცხადებას თავის მხრივ საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილი და გამგებელი ზაზა ურუშაძეც გამოეხმაურა.

 

ამირან გიგინეიშვილი:

არ დავმალავ, იყო თხოვნა, რომ გამეფორმებინა ხელშეკრულება. ჩემთან დღეში 20 ადამიანი მოდის დასაქმების თხოვნით, მაგრამ ყველას ხომ ვერ დავასაქმებთ? ხელშეკრულება, რომელზედაც კვირკველია საუბრობს, არ გაფორმებულა.

 

ზაზა ურუშაძე:

– სოციალური სამსახურის უფროსის მიერ შემოვიდა მოთხოვნა, რომ ახალი განყოფილება შექმნილიყო სამსახურში, მაგრამ უარი ვუთხარით, რადგან ამ სამსახურში უკვე არსებობს ერთი განყოფილება და მეორეს ვერ დავამატებთ.

 

კვირკველიას პრესკონფერენციას კი გამგებლის მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ მწვავე რეპლიკით გამოეხმაურა:

 „ქ-ნითავმჯდომარის“ განცხადება არა თუ სიმართლე არაა მეტიც, სრულიად ამოვარდნილია როგორც კოალიციის ასევე საკუთრივ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ინტერესებიდან. როგორც ვაჟა ამბობს: „უკუღმა მიჰყავს ბორანი“. რიტორიკული კითხვა: საჭიროა კი ასეთი ფრაქცია? ჩემს ამ შეკითხვაზე პასუხი არ ჩანს, როგორც ილია იტყოდა: „არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!“ არ მიკვირს, ყოფილი ნაციონალებით დაკომპლექტებული და წვრილმან, მერკანტილურ მიზნებზე დაფუძნებული ფრაქციის დაცვა ძნელია. თუმცა ქალბატონი მაკა კვირკველია ფარ-ხმალს არ ყრის და გაღმა შეედავეს პრინციპით მოქმედებს, მაგრამ ხომ გაგიგონიათ: მოვიდა სეტყვა, დახვდა ქვა. ველოდები, რომქართული ოცნების“ ლანჩხუთის ორგანიზაცია ადექვატურ რეაგირებას მოახდენს დროს და ვითარებას აცდენილი, მეტსაც ვიტყვი, კოალიციის ძირეულ ინტერესებს დაპირისპირებული ფრაქციის თაობაზე. .. დრო ცოტაა, ბატონო გოგი (მიმართვა ეკუთვნის პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერს გოგი გეგიაძეს), წრე ვიწროვდება“.


სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადების პასუხად კი „ქართლი ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი გოგი გეგიაძე პრესკონფერენციით გამოეხმაურა:

„შეიძლება არ გიყვარდეს პარტიის თავმჯდომარე და პატივს არ სცემდე ბიუროს, მაგრამ როგორ შეიძლება პირველად პარტიულ ორგანიზაციას, სადაც 490 წევრია, რომელშიც გაერთიანებული არიან ღირსეული ადამიანები, ღირსეული ლანჩხუთელები, მიაყენო შეურაცხყოფა. ეს არც ერთ ჩარჩოში არ ჯდება. ამ პარტიას ის მაინც უნდა დაუფასო, რომ გადაარჩინა და გამოაფხიზლა ქართველი ხალხი“ამბობს გეგიაძე.
მან კადრების არასწორ დანიშვნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კადრების დანიშვნაში მას და პარტიას არანაირი წვლილი არ მიუძღვის:

„არ მინდა თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებისას მოხდეს კოალიციაში დაპირისპირება. ამას ხედავს საზოგადოება და მუხტი, რაც ჩვენ გვქონდა, დაცემულია. უნდა შევეცადოთ, დაცემული მუხტი ავწიოთ. ეს ყველაფერი გამოიწვია კადრების არასწორმა დანიშვნამ, გაუაზრებელმა ნაბიჯებმა, რის შედეგსაც ჩვენ უკვე ვიმკით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: „ქართული ოცნების“ ბიურო კადრების დანიშვნის პროცესში არ ჩარეულა და არც ჩაერევა.– აცხადებს გეგიაძე, რომელიც ამტკიცებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საბოლოოდ გამოასწორებს სიტუაციას ყველა საჯარო სამსახურში, სადაც მისი თქმით, ისევნაციონალები არიან დასაქმებულნი“:

ლანჩხუთში მმართველი პარტიის თავმჯდომარე იმასაც არ მალავს, რომ პარტიის რეიტინგი დაცემულია:„ეს იმ ფაქტებმა განაპირობეს, რაც ბოლო ხანებში ჩვენს რაიონში მოხდა. უმაღლესდაუმთავრებელი ადამიანები არ უნდა ინიშნებოდნენ საჯარო სამსახურებში. სამწუხაროდ, ამის არაერთი მაგალითია.

 

პრესკონფერენციის შემდეგ ჩვენ კომენტარი ისევ გამგებლის მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილს ვთხოვეთ:

რატომ ცდილობს -ნი გოგი ჩემი ნათქვამის გადასხვაფერებას? იმიტომ ხომ არა, პატარა ცახესივით, სხვას რომ გამარჯვება მოჰპარა, სხვისი გაკეთებული საქმე მან რომ მიითვალა აქტივში? იმიტომ ხომ არა, რომ გადაწყვეტილების უნარს მოკლებული, მაკა კვირკველიასა და მავანთა დაკრულზე მოსიარულე გრძნობს, რომ მასსა და "ქართული ოცნების" 500 კაციან ორგანიზაციას შორის კავშირი კაი ხანია გაწყვეტილია და ახლა ამ გაწყვეტილი საერთო ძარღვის აღდგენას ჩემით ცდილობს, სურს რა წარმომაჩინოს იმ "ბუად" რომლის წინააღმდეგაც ადგილობრივი "ოცნების" მთელი აქტივი უნდა გაერთიანდეს?! მაგრამ არა მგონია თქვენ ეს ნომერი გაგივიდეთ, ვინაიდან მზად ვარ არათუ "ოცნების" აქტივისტებს, ვისთან ერთადაც წინასაარჩევნო ბატალიების ჭირი და ლხინი გავიზიარე, არამედ საკითხით დაინტერესებულ ყველა ადამიანს დავანახო რა ქვეგამხედვარიც ბრძანდებით -ნო გოგი“, ამბობს ზენაიშვილი, რომლის თქმით, დაშალოს კვირკველიამ თავისი ფრაქცია, რომელიც მხოლოდ ხელფასის ასაღებად სჭირდება და გამოთავისუფლდება საბიუჯეტო სახსრებიც:

 

გაიწვიოს თავისი ლობირებით მიღებული ხალხი სამსახურებიდან და სკამებიც გამოჩნდება, რომ "სტუმარს შესთავაზო"; დაშალოს თავისი ფრაქცია, რომელიც ხელფასის ასაღებად სჭირდება მხოლოდ და არა ქართული ოცნების პოლიტიკის გასატარებლად და საბიუჯეტო სახსრებიც გამოთავისუფლდება. ბიუჯეტზე მოფიქრალი და მოკრძალებული ცხოვრების წესის მქონე ადამიანი ბიუჯეტის ხარჯზე 800 ლარის ავეჯს, 800 ლარიან კომპიუტერს თავისი კაბინეტისთვის შეიძენდა? 500 ლარიან მობილურ ტელეფონზე რომ არაფერი ვთქვათ“, – დასძინა ზენაიშვილმა.

 

ნინო მშვიდობაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3681
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია