დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტიკური იწილო–ბიწილო დედაქალაქის თვითმმართველობაში
მიხეილ ქავთარაძე: "სანამ თბილისის მთვარობა არ გადადგება, ბიუჯეტს არ მივიღებთ!"
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/13 19:05:01

დღეს თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავჯდომარემ, მიხეილ ქავთარაძემ, სააგენტო „პირველის“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა  და ქალაქის ჩავარდნილ ბიუჯეტთან დაკავშირებთ ისაუბრა. მისი განცხადებით, ქალაქის  მთავრობა არის კორუმპირებული და ის დაუყონებლივ უნდა გადადგეს.

 

 როგორც მიხეილ ქავთარაძემ  ჟურნალისტებს განუცხადა ,  მას კიდევ ერთხელ ჰქონდა შეხვედრა მერის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილთან და ბიუჯეტის პროექტის ავტორ  ათანასევთან, თუმცა ბიუჯეტის პროექტის ირგვლივ შეთანხმება ვერ  მოხერხდება.

 

 მისი  აზრთ, პროექტში საუბარია აბსტრაქტულ თემებზე. კერძოდ, ის, რომ   თითქოსდა მერიის წარმომადგენლები   პრივატიზაციიდან ელოდებიან  100 მილიონ ლარს, რაც აბსურდია – განაცხადა ქავთარაძემ.

 

 როგორც მიხეილ  ქავთარაძე აცხადებს, მსგავსი პრეცენდენტი  ბიუჯეტში არასოდეს ყოფილა, მხოლოდ 2011 წელს 36 მილიონი შემოვიდა პრივატიზაციიდან. ამიტომ წარმოდგენილ სქემას მან არარეალური უწოდა.

 

 მიხეილ ქავთარაძე (თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავჯდომარე):

_ ვანო მერაბიშვილმა ახალ მთავრობას გარღვეული ბიუჯეტი დაახვედრა, რამაც საბიუჯეტო კრიზისი გამოიწვია.  ჩვენ არ დავეთანხმებით ქალაქის ბიუჯეტის ამ არარეალურ სქემას. მაქვს ინფორმაცია თბილისის მერის დანაშაულებრივ სქემასთან და ასევე იმ  კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით , რომელიც ქალაქის მთავრობაშია, ფინანსური პოლიცია მუშაობს და მალე ყველაფერი გამოაშკარავდება.

 

მოვითხოვ,  ქალაქის კრიმინალი მთავრობა და გამგებლები გადადგნენ. მანამ,  სანამ თბილისის  მთვარობა არ გადადგება, ბიუჯეტს არ მივიღებთ. ყველა პოლიტიკურ გამგებელს, ნიკა მელიას, ხათუნა ბერძენიშვილს და მხეიძეს ისტორიის სანაგვეზე  გადავყრით, ისინი ვერასოდეს ვერ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში.

 

თუ  საკრებულო ბიუჯეტს არ მიიღებს, ბუნებრივია,  ჩვენც გადავდგებთ.  ქალაქის მერია თავისი თავის რეანიმაციას ვეღარ შეძლებს, მათი საქმეები სასამართლოშია და მძიმე ბრალდებები აქვთ : გნებავთ უგულავას საქმე,  სარემონტო სამუშაოების და პლასტიკური ბარათების საქმე.

 

 

დასაფიქრებელი ნაციონალებს აღარაფერი აქვთ, მათი კონსულტაციები ხალხთან, იგივეა, რაც  წინასაარჩევნო  პიარი, რაც არ გამოუვათ,  მილიარდიანი ბიუჯეტიც რომ შემოიტანონ საკრებულოში, მერიას შედეგი არ  ექნება, ჩვენ მათ უნდობლობას ვუცხადებთ_განაცხადა  საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავჯდომარემ, მიხეილ ქავთარაძემ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3331
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია