მურღულიას მხარდასაჭერ აქციაზე 600-მდე ადამიანი იმყოფება
უპრეცედენტოდ მრავალრიცხოვანი აქცია ქუთაისის მერიის წინ ამ წუთებში ხმაურის და პოლიციის მობილიზების ფონზე მიმდინარეობს. აქციაზე მერიის თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები იმყოფებიან. მათი ინფორმაციით, მარგველაშვილმა რიგგარეშე სხდომა სამშაბათს დანიშნა, აქციის მონაწილეები კი სხდომის გადმოტანას ხვალისათვის ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მარგველაშვილს კაბინეტის კარის აჭედვით ემუქრებიან.