დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მერიის წინ მურღულიას მხარდამჭერები იკრიბებიან
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/02/13 12:18:36

ამ წუთებში ქუთაისის მერიის წინ შოთა მურღულიას მხარდამჭერები გროვდებიან. ისინი საკრებულოს თავმჯდომარის გუშინდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.  მურღულიასთვის უფლებემოსილების შეწყვეტის თაობაზე და აცხადებენ, რომ მარგველაშვილის გადაწყვეტილება კანონის ფარგლებს სცილდება და უნდა გაბათილდეს. აქციაზე იკრიბებიან როგორც მერიის თვითმმართველობის წამომადგენლები, ისე უბრალო მოქალაქქები.  

 

მარგველაშვილის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაში სამართლებრივ ხარვეზებს ხედავს საკრებულოს მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე დავით დვალი: „მე თვითონაც იურისტი ვარ, ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად აქვს კანონთან შეუსაბამობა და უნდა გაბათილდეს, იქნება ეს სასამართლოს გზით, თუ საკრებულოს ახალი თავმჯდომარის გონივრული გადაწყვეტილებით,“

 

 

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დეპუტატებმა გუშინ უკვე მიმართეს წერილობით საკრებულოს თავმჯდომარეს, რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თაობაზე, სადაც სწორედ მარგველაშვილისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას აპირებენ, ხოლო თუ მარგველაშვილი მათ განცხადებას ერთი კვირის ვადაში არ დააკმაყოფილებს და სხდომას არ გამართვას, დეპუტატებს უფლება აქვთ, თავად გამოუცხადონ მას იმპიჩმენტი, კანონმდებლობის მიხედვით, მარგველაშვილის მოვალეობა მისმა მოადგილემ ლევან კირკიტაძემ უნდა შეასრულოს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2834
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია