დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვინ, რატომ და რა სარგებელი მიიღო სახელმწიფოსგან
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/02/12 16:59:23

გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვები და თანამდებობრივი ბრუნვა ბიზნესიდან - აღნიშნული საკითხების ირგვლივ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანალიტიკოსებმა 2013 წლის კვლევების ანგარიში წარადგინეს. მათ კონკრეტულ თანამდებობის პირებზე ისაუბრეს, რომელთა მფლობელობაში არსებულმა კომპანიებმა სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა სახის სარგებელი მიიღეს. ანგარიშის მიხედვით, ამ პირებმა სხვადასხვა ტიპის ტენდერების გარეშე გაფორმებული ხელშეკრულებებით, საგადასახადო შეღავათებით, ექსკლუზიური ლიცენზიებით ისარგებლეს, პრივატიზაციის შედეგად მიღებული ქონება და სამართალდამცავი უწყებების ლმობიერი დამოკიდებულება ზოგიერთი სახელმწიფო მოხელისადმი, ანგარიშის მიხედვით, ასევე წამყვან პრობლემებად დასახელდა.


ერეკლე ურუშაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მთავარი ანალიტიკოსი: „ფაქტები ლობირებისა და შერჩევითი სამართლისა წინა ხელისუფლებაში საკმაოდ მრავლად იკვეთება, მაგალითისთვის ტელეკომპანია „იმედს“, სწორედ იმიტომ, რომ მისი გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე გახლდათ, ორჯერ ჩამოუწერეს ორ მილიონიანი გადასახადი, ასევე ლობისტური პრივილეგიებით ისარგებლა  სამშენებლო კომპანიამ „ცენტრპოინტი“, რომლის წინააღმდეგ ათასობით მომჩივანი გამოდიოდა,  მაგრამ სასამართლო ამას აბსოლუტურ იგნორს უკეთებდა. ახალი ხელისუფლების პირობებშიც არის მსგავსი ფაქტები, მაგრამ ჯერ მხოლოდ მოკვლევის პროცესში ვართ. ერთ-ერთ ასეთ ფაქტად  ენერეტიკის ამჟამინდელ მინისტრს კახა კალაძეს მოვიყვან, რომელიც ბიზნესიდან თანამდებობრივი ბრუნვის საუკეთესო მაგალითია. ასევეა მისი მოადგილე მარიამ ვალიშვილი, რომელიც პოლიტიკურ საქმიანობასთან ერთად წლების მანძილზე დიდი კერძო კომპანიას მართავს, რაც კანონით დაუშვებელია.“

 

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშში მსგავსი ფაქტების მაგალითები ქუთაისის დონეზე არ დასახელებულა, თუმცა ფაქტია, რომ საკუთრების არსებული  ქონების პირდაპირი წესით გაიჯარება აქაც საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და ამის ცხადი მაგალითი ის 20 მიწის ნაკვეთია, რომელიც ქუთაისის მერიამ 2013 წლის ოქტომბერში, სწორედ რომ პირდაპირი განკარგვის წესით, აუქციონის გამოცხადების გარეშე გააიჯარა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2335
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია