დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ირაკლი შიხიაშვილი: „თბილისის ბიუჯეტი გაუპატიურებულია, გადადგეს მერია და მეც გადავდგები“
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/12 16:55:27

დღეს თბილისის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც ქალაქის ბიუჯეტი იხილებოდა. სხდომა ხმაურიან ვითარებაში და შეხლა -შემოხლის ფონზე მიმდინარეობდა.


საკრებულოს უმრავლესობამ დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის ახალი პროექტი დაიწუნა. თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის ილია ათანასოვის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი 65 მილიონი ლარით არის გაზრდილი და იგი 850 მილიონ ლარს შეადგენს. ათანასოვმა სხდომაზე აღნიშნა, რომ 65 მილიონი ლარის ბიუჯეტი, ძირითადად, არაფინანსური აქტივობის კლების ხარჯზე, ანუ პრივატიზაციიდან შესული თანხებით გაიზრდება. ამ განცხადებას სხდომაზე დავა და სიტყვიერი შეკამათება მოჰყვა.      

 

ურთიერთბრალდებები მერიასა და საკრებულოს წარმომადგენლებს შორის ისმოდა, ყველაზე შეუპოვარი მაინც საკრებულოს თავჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი გახლდათ, რომელმაც მერიის გადადგომა მოითხოვა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ქალაქის ბიუჯეტი არ დამკიცდება, მაშინ შიხიაშვილი თავად გადადგება.

 

დავას, რომელიც საკრებულოსა და მერიას შორის ბიუჯეტისათვის  65 მილიონის დამატებას მოჰყვა, შიხიაშვილმა საბოტაჟი უწოდა და განაცხადა, რომ  ისინი მერიასთან ლაპარაკს ვეღარ შეძლებენ, ამიტომ  ქალაქის მთავრობა უნდა გადადგეს.

 

ირაკლი შიხიაშვილი, თბილისის საკრებულოს თავჯდომარე: „ეს არის საბოტაჟი და თბილისელების მოტყუება, ირაკლი აბესაძე და სევდია უგრეხელიძე ჩვენთან ლაპარაკს ვეღარ შეძლებენ, ამ ბიუჯეტის ავტორები გიგი უგულავა, სევდია უგრეხელიძე და ირაკლი აბესაძე არიან და მათ მოსახლეობის სახელით საუბრის უფლება არ აქვთ. 

 

საკრებულოს  ყველა საბიუჯეტო განხილვაზე ბიუჯეტის პროექტი სხდომის წინ მინიმუმ 50-60 მილიონი ლარით იზრდება, რაც მარაზმია. ამ მარაზმს წერტილი უნდა დაესვას. ან გადადგებიან,  ან იმის ხარჯზე, რომ ეგენი წავიდნენ, ჩვენც გადავდგებით, მაგრამ ამ ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დავუჭერთ“.

 

საკრებულოს თავმჯდომარემ ბიუჯეტის ახალ  პროექტს გაუპატიურებული უწოდა. მისი განცხადებით, თუ  ეს ბიუჯეტი დამტკიცდა, დაახლოებით 50 მილიონი ლარის გარღვევაა მოსალოდნელი. 


ირაკლი შიხიაშვილმა სხდომის ბოლოს  განცხადება გააკეთა.  მან მადლობა გადაუხადა ილია ათანასოვს ბიუჯეტის პროექტის წარდგენისთვის და  კმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ  ამ ბიუჯეტმა ნაციონალური მოძრაობა ბოლომდე ამხილა.


 

საკრებულოს თავჯდომარის  აზრით, თბილისის მერს სურს, ბიუჯეტი მხოლოდ ფურცელზე არსებობდეს და პროგრამების შესრულება აპირებებად დარჩეს, რასაც ის კატეგორიულად ემიჯნება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2601
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია