დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფონდი „სოხუმი“ მედიას მათი პროექტების შესახებ ანგარიშს აბარებს
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/02/11 16:45:45

კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“, გაეროს ქალთა ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს  სახელწოდებით „გენდერული-საკონსულტაციო საბჭოები და ქალთა როლის ამაღლება რეგიონებში სოციალური ცვლილებებისთვის“.

 

პროექტი ამ ეტაპზე  დასავლეთ საქართველოს სამ ქალაქში – ქუთაისში, სენაკსა და ოზურგეთში მიმდინარეობს და მიზნად ისახავს, ხელი შუწყოს ადგილობრივ ბიუჯეტსა და პროგრამებში გენდერული კომპონენტების დანერგვას და ქალთა როლის გაზრდას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.


დალი შენგელია, ფონდ „სოხუმის“ პროგრამების რედაქტორი: „გენდერული საკონსულტაციო საბჭოები დროული და აუცილებელი პროექტია, რომელიც ორიენტირებულია სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობაზე გენდერული თანასწორობის მისაღწევად. პროექტი სამ ქალაქში უკვე აქტიურად მიმდინარეობს და გამჭვირვალობის მიზნით,  გვინდა მედია პროცესების შესახებ აქტიურად იყოს ინფორმირებული.“

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2770
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია