დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„დადებითი და იმედისმომცემი“ პუტინის განცხადება – კახი კალაძის შეფასებით
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/11 16:38:57

ენერგეტიკის მინისტრმა  კახი კალაძემ პუტინის გუშინდელ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა. კალაძე თვლის, რომ ვლადიმერ პუტინმა ძალიან საინტერესო მოსაზრება წამოაყენა და მისი ნებისმიერი გამონათქვამი, პირდაპირი ავიარეისების გაგრძელებასა და კულტურული კავშირების აუცილებლობის მიმართულებით, მნიშვნელოვანია.


ვიცე-პრემიერი მიიჩნევს, რომ კონსტრუქციული მიდგომა და დიალოგი უნდა გახდეს პოლიტიკური ურთიერთობების გაუმჯობესების წინაპირობ.


 კახი კალაძე, ენერგეტიკის მინისტრი: „მიგვაჩნია, რომ ქვეყანა, რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, ორიენტირებული უნდა იყოს დიალოგზე და არა აგრესიულ რიტორიკაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ კონსტრუქციულები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც მოგვიწოდებენ, რომ ჩვენ თვითონ უნდა მოვახერხოთ ურთიერთობების დალაგება. ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს უმტკივნეულოდ. პოლიტიკური ურთიერთობის დარეგულირება იმ დროს, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ არსებობს, ადვილი არ არის, მაგრამ თანმიმდევრული ნაბიჯები გადაიდგმება, რათა ეს ვითარება დარეგულირდეს.

 


თბილისსა და სოჭს შორის პირდაპირი ავიარეისები სოჭის ზამთრის ოლიმპიადის დასრულების შემდეგაც განხორციელდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სოჭში, ოლიმპიადის მედიაცენტრში ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რაც დადებითი და იმედისმომცემია“.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2805
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია