დღეს დილიდან ხმაურია გეგუთის N14 სასჯელაღსრულების დაწესებულების დეპარტამენტთან, სადაც პატიმრების მშობლები და ახლო ნათესავები შეიკრიბნენ. ისინი კვლავ მსჯავრდებულებთან ხანმოკლე პაემანს ითხოვენ. როგორც მშობლები აცხადებენ, მოშიმშილე და თვითდაზიანებული პატიმრების რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებზე გაცილებით მეტია და ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ მიზეზით არ ეძლევათ მათ შვილების ნახვის საშუალება. პატიმრის დედები აცხადებენ, რომ იქამდე არ დატოვებენ ციხის ტერიტორიას, სანამ შვილების ჯანმრთლობის მდგომარეობაში არ დარწმუნდებიან.
ნინო კილაძე, პატიმრის დედა: „სულ ხუთი წუთი გვინდა, ჩვენი შვილები დაგვანახონ იმისთვის, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გავიგოთ, პატიმრებს უჭირთ, მათ დახმარება სჭირდებათ, მე პირადად ჩემი შვილისგან ვიცი, რომ ციხის ადმინისტრაცია პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობა. დედის, ცოლის და შვილის ფოტოებზე უგინებენ და ფიზიკურად უსწორდებიან. თუ იქ ჩვენ შვილებს აშიმშილებენ, ხვალიდან ციხის გარეთ ჩვენ ვიშიმშილებთ!“
ხმაურის მიუხედავად, ამ დრომდე პატიმრების ნათესავებთან სასაუბროდ ციხის ადმინისტრაციიდან არავინ გამოსულა.