“ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაცია, ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს წევრის კოტე რატიანის განცხადებით, ოპერის დირექტორის ხატია ვედმედევას ბრალდება უსაფუძვლოა. მისივე თქმით, ეს წინასაარჩევნოდ აგორებული ანტიპიარია "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ, რისი ტენდენციაც შეიმჩნევა.
შეგახსენებთ, რომ ხატია ვედმედევას განცხადებით, ოპერის თეატრის რეაბილიტაციისთვის 15 მილიონი ლარი დაიხარჯა, მიუხედავად ამისა, თეატრს უხარისხო რემონტი ჩაუტარდა.
"ვედმედევას ვურჩევთ აფსურდულ განცხადებებს თავი დაანებოს და თუკი თვითონ არ იცის მათემატიკა და რიცხვებში ვერ ერკვევა, მაშინ სპეციალისტი დაიხმაროს და ვითარებაში გაერკვეს. რადგან ოპერის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი თვითმმართველობიდან მხოლოდ 3 650 000 ლარი დაიხარჯა, ასევე არარეალურია ის განცხადება, თითქოს 700 კმ.მ ფართობი დაიკარგა. ეს არის წინა საარჩევნოდ მორიგი თავდასხმა "ნაციონალურ მოძრაობაზე", რაც მოდაში შემოვიდა ხელისუფლების მხრიდან, რომლის აქტიური წარმომaდგენელიც არის თავად ვედმედევა. ქუთაისს და ქუთაისელებს შეურაცხყოფას ნუ აყენებენ, და ეს ქალაქი ვანოს შოუს და კომედი შოუს ობიექტად ნუ გადააქციეს"-განაცხადა კოტე რატიანმა.
"ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს საქმე მერიის აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს.