პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ დღეს ბრიფინგი გამართა. ამჯარედ მისი „სამიზნე“ ენერგეტიკის სამინისტრო იყო. გოგი წულაია ენერგეტიკის მინისტრს კახი კალაძე მოუწოდებს, გასული წლის დეკემბრის თვეში მოსახლეობისთვის დაკისრებული გაზრდილი გადასახადების გადახედვას. გოგი წულაიას თქმით, დეკემბრის თვის გაზის ქვითრებში, რეალურ დანახარჯთან შედარებით, გაბერილი თანხებია მითითებული.
„მოვუწოდებ კალაძეს, მიხედოს ამ საქმეს. დაპირებული ტარიფების შემცირება არ განახორციელეს და იქეთ ზრდიან კომუნალურ ხარჯებს. ეს ხალხის გაქურდვაა და მეტი არაფერი. კეთილი ინებოს მინისტრმა და მოაგვაროს ეს საკითხი. დაუშვვებელია ისედაც ღატაკი მოსახლეობის ასეთი მოტყუება.“– აცხადებს წულაია.