დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„თიბისი ბანკი“ „გუდვილის“ ხელში ჩასაგდებად ღიად იბრძვის
2014/02/11 00:32:03

„თიბისი ბანკმა“ „გუდვილის“ მიმართ თავისი ზრახვები გამოააშკარავა. 8 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ პოზიციის გამო „გუდვილის“ რეაბილიტაციის მმართველის არჩევის პროცესი 3 დღით გადადო. როგორც ცნობილია,  კრედიტორთა ჯგუფის მიერ  „გუდვილის“ მმართველად წარდგენილ PKF-ჯგუფს „თიბისი ბანკმა“ მხარი არ დაუჭირა და  პროცესის გადადება მოითხოვა.

 

რეაბილიტაციის მმართველი კანონმდებლობით დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი პირი  უნდა იყოს, რომელსაც ევალება მენეჯმენტთან ერთად კრედიტორთა საბჭოს მიერ შედგენილი გეგმის (რომელსაც სასამართლო ამტკიცებს) შესრულება და კრედიტორებისთვის მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციის  მიწოდება.

 

სასამართლო ძირითადად რეაბილიტაციის მმართველის 2 კანდიდატურას განიხილავდა. ერთი, – „თიბისი ბანკის“, როგორც უზრუნველყოფილი კრედიტორის მიერ წარდგენილი კანდიდატი, იურისტი ზურაბ ვანიშვილი და მეორე, – „გუდვილის“ არაუზრუნველყოფილ კრედიტორთა ჯგუფის მიერ წარდგენილი PKF-ჯგუფი.

 

სასამართლომ ზურაბ ვანიშვილს  (თიბისი ბანკის კანდიდატი) აცილება მისცა, რამდენადაც ჩათვალა, რომ იგი ვერ იქნებოდა დამოუკიდებელი და ობიექტური „გუდვილის“ რეაბილიტაციის მმართველის თანამდებობაზე.  კრედიტორთა უმრავლესობამ კი მის კანდიდატურას ფინანსებსა და მენეჯმენტში არასათანადო გამოცდილების გამო არ დაუჭირა მხარი.

 

პროცესი საინტერესოდ განვითარდა არაუზრუნველყოფილ კრედიტორთა ჯგუფის მიერ წარდგენილი კადიდატურის, აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია PKF-ჯგუფის განხილვისას.

 

პროცესზე გამოჩნდა, რომ PKF ჯგუფის კანდიდატურას მხარს უჭერს „გუდვილის“ არაუზრუნველყოფილი კრედიტორების უმრავლესობა. მის წინააღმდეგ მხოლოდ „თიბისი ბანკი“ გამოვიდა. თუმცა წინააღმდეგობის მიზეზის ახსნა „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელმა ვერ შეძლო. უფრო მეტიც, მან განაცხადა, რომ PKF-ის კომპეტენტურობასა და ობიექტურობაში ეჭვი არ შეაქვს, თუმცა ამის მიუხედავად, „გუდვილის“ რეაბილიტაციის მმართველ კომპანიად მის დანიშვნას მხარს არ უჭერს.

 

ისმევა კითხვა: რატომ უჭერდა  თიბისი ბანკი არაპროფესიონალ და მიკერძოებულ კანდიდატურას მხარს და რატომ არ უჭერს მსოფლიოში აღიარებულ პროფესიონალთა გუნდს, რომელთა კომპანია PKF  აუდიტორულ და მენეჯმენტ–კონსალტინგის სფეროში მსოფლიოს საუკეთესო 20–ეულში შემავალი კომპანიაა. PKF-ის ქსელი მოიცავს 125 ქვეყანას და 300–ზე მეტ კომპანიას.

 

სასამართლო სხდომა, რომელმაც „გუდვილის“ რეაბილიტაციის მმართველი უნდა დანიშნოს, სამშაბათს, 11 თებერვალს, 12:00 საათზე გაიმართება.

 

 წყარო:"bpi"/მაია არაბიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2996
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია