დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამართლის ძიებაში
მოშიმშილე პატიმრების მშობლები: "გვაჩვენეთ ციხის რეჟიმით ნაწამები პატიმრები!"
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/02/10 20:24:05

,, გვაჩვენეთ ციხის რეჟიმით ნაწამები პატიმრები“ ამ მოთხოვნის ირგვლივ დღეს გეგუთის მე14 სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან პატიმრების მშობლებმა და ახლო ნათესავებმა აქცია გამართეს. ისინი ამტკიცებენ, რომ ოპიციალური ინფორმაციები თვითდაზიანებული მსჯავრდებულების შესახებ სიმარეთლეს არ შეესაბამება და რეალურად მათი რიცხვი გაცილებით მეტია.


ზაირა მოდებაძე(გეგუთის მე14 სასჯეწლაღსრულების დაწესებულების პატიმრის დედ)ა:

,,ჩემი შვილის სიცოცხლე საფრთხეშია და თუ ეს ციხის ადმინისტრაციას არ აღელვებს მე ვარ შეშფოთებული, მოვითხოვ მაჩვენონ ჩემი შვილი სხვა შემთხვევაში გაუბედურებული მშობლები აქციებს არ შევწყვეტთ“


მერი შვანგირაძე (პატიმრის დედა):

,,შექმნილი აჟიოტაჟი რომ მიჩქმალონ, ამბობენ, თითქოს ყველაფერი რიგზეა. რა არის, ხალხნო, რიგზე?!  შვილებს რომ გვიხოცავენ? თვითდაზიანებული პატიმრების რიცხვი იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე ესენი ამბობენ და სწორედ ამიტომ არ გვაჩვენებენ მათ. დედას რა გული მომცემს, სახლში მშვიდად ვიჯდე ან ჩემს შვილს მაჩვენებენ ან ის ციხის შიგნით იქნება პატიმარი ჩვენ -  ციხის გარეთ“


 

შეგახსენებთ, რომ გეგუთის კოლონის დირექტორის და რეჟიმის უფროსის გადაყენების მოთხოვნით 800-მდე პატიმარი შიმშილობს. თვითდაზიანების  შემთხვევებით პატიმრები სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3092
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია