დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არაოფიციალური ინფორმაციით, გეგუთის კოლონიაში თვითდაზიანებას 300 პატიმარი შეეცადა
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/10 20:03:49

გეგუთის კოლონიასთან სიტუაცია  კვლავ დაძაბულიაპატიმართა ოჯახის წევრები ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ იმ მსჯავრებულთა ვინაობის გასაჯაროებას, რომლებმაც თვითდაზიანება მიიყენეს.

 

პატიმართა ოჯახის წევრების ინფორმაციით, თვითდაზიანებას 300-მდე პატიმარმა მიმართა, თუმცა აღნიშნულს სამინისტროში არ ადასტურებენ.  სახალხო დამცველის წარმომადგენელი გიორგი ლაბაძე   გეგუთის კოლონიაში იმ პატიმრებს შეხვდა, რომლებმაც თვითდაზიანება მიიყენეს. კოლონიიდან გამოსვლის შემდეგ გიორგი ლაბაძემ განცხადა,რომ  სულ 46 პატიმარს აქვს მიყენებული თვითდაზიანება,  დღეს კიდევ ორი პატიმარი გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა, ეს თვითდაზიანებას არ უკავშირდება,რადგან  ამ ორ პატიმარს წნევა დაუვარდა, რადგან საკვებს არ იღებენ_განაცხადა ლაბაძემ.

 


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ გეგუთის ციხის პატიმრებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. 
"2014
წლის 10 თებერვლის ღამით, სასჯელაღსრულების #14 დაწესებულებიდან გადაიყვანეს სამოქალაქო საავადმყოფოებში 17 მსჯავრდებული. ყველა მათგანს აღმოუჩინეს სათანადო სამედიცინო დახმარება. ამ მომენტისთვის 17 მსჯავრდებული დაბრუნებულია დაწესებულებაში. პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

ეგუთის ციხესთან დაკავშირებით სიტუაცია უნდა დარეგულირდეს და გარკვეული კომპრომისული ნაბიჯები გადაიდგას, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 


 უჩა ნანუაშვილი (სახალხო დამცველი ):

 

_  ვრცელდება გადაუმოწმებელი ინფორმაციები, რაც სიტუაციას ძაბავს. ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება ძალიან ბევრი ჭორი, ბევრი გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რაც სიტუაციის ესკალაციას იწვევს. გეგუთში ყოფნის დროს მე თვითონ შევესწარი ფაქტს, როდესაც მსჯავრდებული ურეკავდა ოჯახის წევრს და ეუბნებოდა, თითქოს ის იყო ნაცემ-ნაწამები. თუმცა, როცა მას შევხვდით, ჩვენთან საუბარში მან ეს უარყო.

 

სამწუხაროა, რომ გარკვეული ძალები დაძაბულობის კერის შექმნას ცდილობენ. ასევე, არ დასტურდება, რომ 6, 7 და 8 თებერვალს სპეცრაზმი გეგუთის ციხეში იმყოფებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოთხოვნა, რომელიც პატიმრებს აქვთ, იყოს განხილული და მოხდეს იმ მოთხოვნების შესრულება, რომელიც კანონის ჩარჩოებში ჯდება. მდგომარეობა რომ განიმუხტოს, სამინისტრომ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას_ განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5750
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია