დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დირექტორთა სერტიფიცირება
სკოლის მოქმედი დირექტორები განათლების სამინისტროსთან სერტიფიცირების შედეგებს აპროტესტებენ
ავტორი: ნატო გუბელაძე
2014/02/10 15:53:32

დღეს დილით განათლების სამინისტროსთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული სკოლის დირექტორები შეიკრიბნენ, რომლებმაც სკოლის დირექტორობისთვის შესარჩევი სერტიფიცირება ვერ გაიარეს. დირექტორების განცხადებით, მათთვის შეურაცხმყოფელია ის, რომ მიუხედავად მაღალი ქულებისა, განათლების სამინისტრომ ისინი სერტიფიკატების გარეშე დატოვა.


განათლების სამინისტროს წინ შეკრებილი სკოლების მოქმედი დირექტორები აცხადებენ, რომ მათი უმრავლესობა გამოცდილი და წარმატებული სკოლის ხელმძღვანელია და მათ პრეტენზია დირექტორის სკამზე კი არ აქვთ, უბრალოდ, აპროტესტებენ იმას, რომ სერტიფიცირებისას მიღებული მაღალი ქულების მიუხედავად, გასაუბრების შემდეგ, საეჭვოდ გააჭიანურეს სერტიფიცირებაგავლილი დირექტორების სიის გამოქვეყნება  და მათ, გაურკვეველი მიზეზების გამო, სერტიფიციკატები ვერ აიღეს.


სამინისტროს შენობის წინ შეკრებილებს მინისტრის მოადგილე ლია გიგაური გამოეხმაურა და ამ წუთებში სამინისტროში დირექტრებსა და მინისტრის მოადგილეს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

 

შეხვედრაზე არ დაუშვეს ჟურნალისტები მიუხედავად იმისა, რომ ზოგადადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, მსგავსი ტიპის შეხვედრის გაშუქებაზე ჟურნალისტებისათივს უარის თქმა კანონის დარღვევაა.


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების კომიტეტის წარმომადგენელელისო ჩაფიძე psnews.ge-სთან საუბრისას ამ ფაქტთან დაკავშირებით შემდეგ კომენტარს აკეთებს:


 

„რა თქმა უნდა, ასეთ შეხვედრაზე ჟურნალისტი უნდა ესწრებოდეს, თუმცა, რა მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გავარკვევ თვითონ სამინისტროსთან.“ 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2903
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია