დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ აირჩია დაუმორჩლებლობის გზა მარინა მიზანდარმა
საყდრისის მოვლენების გამო მარინე მიზანდარს მოხსნიან?
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/02/10 12:40:31

რატომ აირჩია დაუმორჩლებლობის გზა მარინა მიზანდარმა


 

კულუარული ინფორმაციით, მარინე მიზანდარი პარასკევს, საღამოს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ნამდვილად შეხვდა, სადაც მას სხვა სამსახურში გადასვლა შესთავაზეს.


 

ბოლო პერიოდში საზოგადოების ყურადღება მიპყრობილია ოქროს საბადოს - საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლის სტატუსზე, რომელიც დროებით შეჩერებულია და მთავრობა განიხილავს. ამასობაში, პარასკევს კულტურის სამინისტროდან მოულოდნელი ამბების გამომჟღავნდა: მინისტრის პირველმა მოადგილემ მარინე მიზანდარმა საახლობლო წრეებში გაავრცელა - „საყდრისის გამო მხსნიანო“.


კულუარული ინფორმაციით, მარინე მიზანდარი პარასკევს, საღამოს პრემიერმინისტრს - ირაკლი ღარიბაშვილს ნამდვილად შეხვდა, სადაც მას სხვა სამსახურში გადასვლა შესთავაზეს.


იმავე საღამოს, სოციალურ ქსელში მარინე მიზანდარის მეგობრების ფეისბუქის კედლებზე განგაში ატყდა. მაგალითად, ფსიქოლოგი ხათუნა ივანიშვილი პირდაპირ წერდა: „კულტურის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ 27 იანვარს უარი თქვა ხელი მოეწერა კულტურის სტრატეგიის კომისიის დადებით დასკვნაზე მაღაროს ხელხალი გაძეგლების შესახებ! ამ კომისიის მოწვევისთვის 30 იანვარს ადმინისტრაციული შენიშვნა გამოუცხადა თავის მოადგილეს, მარინე მიზანდარს. ხოლო დღეს, უკვე დევს მინისტრის მიმართვა პრემიერის მიმართ, სადაც ის ითხოვს, რომ, დაუმორჩილებლობის გამო, მოხსნას მარინე მიზანდარი“.


ამ პოსტს მარინე მიზანდარის სხვა მეგობრებიც გამოეხმაურნენ, მათ შორის თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ცოლი - ნათია ფანჯიკიძე: „ ასევე, გასაგებია, რომ ოდიშარიაზე მაღლა წყდება ეს საკითხი, მაგრამ ეს იმდენად პირველი რიგის და მნიშვნელობის რამაა, რომ მინისტრის გულშემატკივრობა უნდა იყოს მკაფიო. თუ თავს ზემოთ ძალა არაა, ესეც გამოჩნდება“.


Newpost დაუკავშირდა კულტურის მინისტრს გურამ ოდიშარიას და კომენტარი სთხოვა:


- ბატონო გურამ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, თქვენ ხელი არ მოაწერეთ 27 იანვარს კულტურის სტრატეგიის კომისიის დადებით დასკვნას...


- 27 იანვარს, ზუსტად იმ დროს, როდესაც მთავრობის სხდომა მიმდინარებდა, კულტურის სამინისტროში დამოუკიდებლად ჩატარებულა კულტურის მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს სტრატეგიული სექციის შეკრება. მოგვიანებით გავიგე, რომ საბჭოს სხდომას ესწრებოდა ჩემი პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი და განკარგავდა მას. ამ საბჭოს გადაწყვეტილებას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. ანუ დასკვნა, რასაც საბჭოზე იღებენ, ეს არის სამინისტროსთვის რეკომენდაცია და არა საბოლოო დასკვნა... ქალბატონმა მარინე მიზანდარმა კარგად იცის, თუ როგორი დაძაბულია საყდრისის გარშემო მოვლენები, საკითხის საფუძვლიანი განხილვა პრემიერ მინისტრის კანცელარიაში მიმდინარეობს და ასევე განხილვის პროცესშია სარჩელი, რომელიც RMG- შეტანილი აქვს სამინისტროს წინააღმდეგ... შესაბამისად, ვიდრე სარჩელი არ განიხილება, კულტურის სამინისტროს მხრიდან რაიმე ქმედება საყდრისთან მიმართებაში დაუშვებელია. ყველა დაუგეგმავი და დამოუკიდებელი ქმედება კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას. ეს კი არ გაითვალისწინა ჩემმა პირველმა მოადგილემ.

 

 

წყერო: newposts.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2284
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია