დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პატიმრების პროტესტი
გეგუთის კოლონიიდან დაჭრილი პატიმრები საავადმყოფოში გადაიყვანეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/02/10 02:17:42

ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გეგუთის კოლონიაში მოშიმშილე პატიმრებმა პროტესტის ნიშნად თვითდაზიანებები მიიყენეს და კოლონიიდან ათობით დაჭრილი პატიმარი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.



 topnews.com.ge-ს ინფორმაციით, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში განაცხადეს,რომ  ბოლო ორი საათის განმავლობაში მათ საავადმყოფოში 3 პატიმარი გადაიყვანეს, დანარჩენი პატიმრები კი ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოებშია მოთავსებული.



"ინტერვენციული მედიცინის ცენტრში შემოიყვანეს 3 პატიმარი, რომელბსაც აქვთ თვითდაზიანება მიყენებული, დასერილი აქვთ ხელები და ფეხები, მათი მდგომარეობა სტაბილურია,"- განაცხადა მკურნალმა ექიმმა.



შეგახსენებთ, რომ გეგუთის კოლონიაში 800-მდე პატიმარი მეოთხე დღეა შიმშილობს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3504
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია